პანდემიით გამოწვეული იშვიათი დაავადება, რომელმაც 8 წლის ბიჭუნას სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა

პანდემიით გამოწვეული იშვიათი დაავადება, რომელმაც 8 წლის ბიჭუნას სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა

323
გაზიარება

მას შემდეგ, რაც კორონავირუსმა ახალი, იშვიათი დაავადება წარმოშვა, მთელი მსოფლიო ბავშვთა ჯანდაცვის შესახებ არსებულმა კითხვებმა მოიცვა. ერთი ოჯახი მათი შვილის ამბავს გვიზიარებს, რომლის მდგომარეობა კრიტიკულად გართულდა და რომელმაც ბავშვის ჰოსპიტალიზირების აუცილებლობა გამოიწვია.

8 წლის ჯეიდენ ჰერდოვერი საავადმყოფოში მას შემდეგ მკურნალობს, რაც კავასკის სინდრომის მსგავსი სიმპტომები გამოუვლინდა. იგი სასუნთქ აპარატზე შეაერთეს. ექიმების თქმით, შესაძლოა აღნიშნული დაავადება კორონავირუსთან იყოს დაკავშირებული.

პატარა ბიჭუნას აპრილის ბოლოს ცხელება აღენიშნებოდა, რის გამოც, შესაბამისი პრეპარატი მიიღო, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც ცხელებამ იკლო, ბიჭი თავს კვლავ სუსტად გრძნობდა.


„ის სახლში თავს კარგად გრძნობდა, ჩვენ მშვიდად ვიყავით და ღელვის საფუძველი არ გვქონდა, რადგან სოციალური დისტანციის პრინციპს ვიცავდით.“ – აცხადებს მოზარდის მამა, რუპ ჰერდოვერი.


თუმცა, უკანასკნელ კვირას მისი უმცროსი ვაჟის მდგომარეობა კრიტიკულად დამძიმდა. იგი მისმა უფროსმა ძმამ მაშინ შენიშნა, როდესაც მას ჰაერის უკმარისობით გამოწვეული კრუნჩხვა დაეწყო. ამის შემდეგ ჯეიდენი ნიუ-იორკის საავადმყოფოში გადაიყვანეს.


„ჩემმა უფროსმა ვაჟმა ის საწოლზე მოათავსა და მკერდზე დაწოლით ცდილობდა მის დახმარებას.“ – იხსენებს რუპი.


ნიუ-იორკის შტატის დეპარტამენტის ცნობით, 64 ბავშვს დაუდგინდა სინდრომი, რომელიც პედიატრიული მულტისისტემური ანთებითი სინდრომის სახელით არის ცნობილი.

სიმპტომები მოიცავს ცხელებას, გამონაყარს, მუცლის ტკივილს, თვალის გაღიზიანებას, ლიმფური კვანძებისა და ენის გასიებას. ყოველივე ეს კი მსგავსია იშვიათად საშიში კავასკის დაავადებისა, რომელიც ანთებითი პროცესისი განვითარების შემთხვევაში, გულთან დაკავშირებულ პრობლემებს იწვევს.


„კავასაკის დაავადებასთან ბრძოლის სტანდარტული და საკმაოდ ეფექტური მიდგომა არსებობს, რომელსაც ამ ბავშვების მიმართ ვიყენებთ.“ – აცხადებს ექიმი ჯეიმს შნეიდერი.


აღნიშნული დაავადების შესახებ ცნობები ვრცელდება ლოს-ანჟელესში, ბოსტონში, ლუიზიანასა და მიჩგანში.

ჰერდოვერების ოჯახის განცხადებით, მთელი ეს პერიოდი მათ თავიანთ პატარა წევრთან კომუნიკაცია ვიდეოჩათის მეშვეობით შეეძლოთ და იმედოვნებენ, რომ იგი ოჯახს უახლოეს დღეებში დაურბუნდება.

ჯეიდენმა Covid-19-ზე უარყოფითი შედეგი აჩვენა, თუმცა დადებითი იყო მისი შედეგი ანტისხეულებთან მიმათებაში, რაც, ექიმი შნეიდერის თქმით, ადასტურებს იმას, რომ იგი კორონავირუსისი მიმართ ასიმპტომური იყო.


„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, პაციენტებმა ანტისხეულები გამოიმუშავეს, რაც ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა ისინი კორონავირუსით 2 ან 3 კვირის წინ იყვნენ ინფიცირებულნი.  ისინი უსიმპტომონი იყვნენ და ამის შესახებ არაფერი გაუგიათ. ახლა კი ჩვენ ვირუსის მიმართ მათი სხეულების რეაგირებას ვაკვირდებით, ამ დროს კი იმუნური სისტემა ჰიპერაქტიურობით ხასიათდება.“ – განმარტავს ექიმი.


კომენტარი