სამგორის რაიონის 250-მდე მარტოხელა ხანდაზმულს და სოციალურად დაუცველ მოქალაქეს ნობათი გადასცეს

სამგორის რაიონის 250-მდე მარტოხელა ხანდაზმულს და სოციალურად დაუცველ მოქალაქეს ნობათი გადასცეს

72
გაზიარება

სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულებისთვის საკვები პროდუქტითა და პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველყოფის კამპანია გრძელდება. სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომლებმა ნობათები ამჯერად 250-მდე მარტოხელა ხანდაზმულს და სოციალურად დაუცველ სხვადასხვა კატეგორიის მოქალაქეს გადასცეს.
კამპანიის დაწყებიდან დღმდე, სამგორის რაიონში ნობათი 2 733 მოქალაქეს გადაეცა. ბიზნესკომპანიებს, რომელთაც ქველმოქმედების სურვილი აქვთ, პროდუქტების მიტანა თბილისში, ბელიაშვილის N5-ში მდებარე სპეციალურ ფართში შეუძლიათ.

კომენტარი