ავტობუსი, მეტრო და მიკროავტობუსი დღეს დილიდან ამუშავდა – რა წესები უნდა დავიცვათ...

ავტობუსი, მეტრო და მიკროავტობუსი დღეს დილიდან ამუშავდა – რა წესები უნდა დავიცვათ მგზავრობისას?

117
გაზიარება

დღეს დილიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდა. უსაფრთხოების წესების დასაცავად, სატრანსპორტო საშუალებებში სავალდებულო იქნება პირბადეების გამოყენება. გარდა ამისა, არ ჩაირთვება კონდიციონერი და ფანჯრები, ჰაერის განიავების მიზნით, ღია იქნება. რაც შეეხება მგზავრთა რაოდენობას ავტობუსში, ჯერჯერობით, შეზღუდვა არ არსებობს, ხოლო მიკროავტობუსში ფეხზე მდგომი მგზავრის აყვანა იკრძალება.

შეგახსენებთ, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის ამუშავების გადაწყვეტილება უწყებათშორისი საბჭოს სხდომაზე რამდენიმე დღის წინ მიიღეს. კორონავირუსის საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით – მეტროთი და ავტობუსებით გადაადგილება 30 მარტს აიკრძალა, ხოლო მიკროავტობუსების მომსახურება, საქართველოს მასშტაბით, 18 მარტიდან შეჩერდა.

კომენტარი