გლდანის ხევის NI – NI ა კორპუსებთან მოსასვენებელ სივრცეს აწყობენ

გლდანის ხევის NI – NI ა კორპუსებთან მოსასვენებელ სივრცეს აწყობენ

77
გაზიარება

გლდანის ხევის NI–NIა კორპუსებთან დასასვენებელი სივრცე მოეწყობა. სარეაბილიტაციო სამუშაოები დაახლოებით, 1 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე მიმდინარეობს.

პროექტის შედეგად, ეწყობა მოსასვენებელი სივრცე, საფეხმავლო ბილიკები, მონტაჟდება გარე განათების სისტემა,  განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს, გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „ქუალითი“ ასრულებს, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან  75 555 ლარია გათვალისწინებული.

სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ შალვა ოგბაიძესთან  ერთად ადგილზე გაეცნო.

კომენტარი