დედაქალაქში მწვანე ნარგავების შეწამვლა დაიწყეს

დედაქალაქში მწვანე ნარგავების შეწამვლა დაიწყეს

86
გაზიარება

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, დედაქალაქში მწვანე ნარგავების შეწამვლის სამუშაოები დაიწყო. პირველ ეტაპზე მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე არსებული ჭადრები შეიწამლა.

სამუშაოების მიმდინარეობას გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი ადგილზე გაეცნო.

შეწამვლის სამუშაოები შემდეგ მისამართებზეც გაგრძელდება:
რუსთაველის გამზირი, ვაჟა-ფშაველას გამზირი, ყაზბეგის გამზირი, მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპირო, მელიქიშვილის ქუჩა, რობაქიძის გამზირი, წერეთლის გამზირი, კახეთის გზატკეცილი, მოსკოვის გამზირი, ბოგდან ხმელნიცკის გამზირი, შარტავას ქუჩა, ა.კალანდაძის ქუჩა, გ.ჭყონდიდელის ქუჩა, თამარ მეფის გამზირი, დ.აღმაშენებელის გამზირი, აგლაძის ქუჩა, კანდელაკის ქუჩა, ნუცუბიძის ქუჩა, ც.დადიანის გამზირი, ი.ჭავჭავაძის გამზირი, ქეთევან წამებულის გამზირი, ფალიაშვილის ქუჩა, ი.აბაშიძისს ქუჩა და დიღმის ტყე-პარკი.

ამ ეტაპისთვის ჯამში, 17 364 ძირი მწვანე ნარგავი შეიწამლება.

კომენტარი