ნავთლუღში,ბინათმესაკუთრეთა პროგრამით, 12 პროექტი ხორციელდება

ნავთლუღში,ბინათმესაკუთრეთა პროგრამით, 12 პროექტი ხორციელდება

49
გაზიარება

ისნის რაიონის გამგეობა, ნავთლუღში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსების პროგრამით, 12 პროექტს ახორციელებს, მათ შორის:

  • გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს ექიმის გასასვლელის N9-სა და ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის N167-ში;
  • ახალი, თანამედროვე ლიფტები ეწყობა ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის N13-სა და ბერი გაბრიელ სალოსის N1-ში;
  • ქვის კიბეების და მოაჯირეების რეაბილიტაცია მიმდინარეობს ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის N17-სა და მოსკოვის გამზირის N17ბ-ში;
  • სადარბაზოს კარებისა და ეზოს ჭიშკრის დამზადება-მონტაჟის სამუშაოები ხორციელდება ბერი გაბრიელ სალოსის N37 -ში, მოსკოვის გამზირის N11-ში, ბერი გაბრიელ სალოსის მე-6 შეს. N3-სა და რთველაძის ქ. N16-ში.
  • სენსორული სანათები მონტაჟდება ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის N3-სა და ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის N1-ში.

აღნიშნული სამუშაოები ისნის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 622 643 ლარით დააფინანსა.
მიმდინარე სამუშაოებს ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, ნინო ლაცაბიძე ერთად გაეცნენ და ამხანაგობების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
მიმდინარე წელს, ისნის რაიონის გამგეობის მიერ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, 120 პროექტი განხორციელდა, რომელთა შორის 80 დასრულებულია.

კომენტარი