როდესაც პრეზიდენტს კორონავირუსის არ სჯერა – რატომ გახდა ბრაზილია ეპიდემიის ახალი ეპიცენტრი

როდესაც პრეზიდენტს კორონავირუსის არ სჯერა – რატომ გახდა ბრაზილია ეპიდემიის ახალი ეპიცენტრი

170
გაზიარება

ლათინოამერიკის უმსხვილესი ქვეყანა კორონავირუსის პანდემიის ახალი ეპიცენტრი გახდა და დღე-ღამეში სიკვდილიანობით, წინამდებარე ლიდერს, აშშ-ს გაუსწრო. ბოლო მონაცემებით, ბრაზილიაში 400 ათასზე მეტი ინფიცირებულია, ხოლო სიკვდილიანობის მაჩვენებელმა 20 ათასს გადააჭარბა. ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ შეზღუდვების მიღების საწინააღმდეგოდ გამოდის და შესაბამის ზომებს არ მიმართავს.

ინფიცირებულთა რიცხვის და ფატალური შედეგების მკვეთრი ზრდა ამაზონასის შტატის დედაქალაქის, მანაუსის ჯანდაცვის სისტემის კოლაფსმა გამოიწვია. აქ ათასობით ადამიანია ინფიცირებული, ასობით ადამიანი კი, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება.

საავადმყოფოებს დასაწოლი ადგილები ფიზიკურად არ ჰყოფნით, აქედან გამომდინარე, ხელისუფლებამ საველე ჰოსპიტალების მოწყობის გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ ეს პრობლემას არ წყვეტს, ეს, უბრალოდ, რამდენიმე ადგილს მატებს ინფიცირებულთათვის. კორონავირუსი ძალიან სწრაფად ვრცელდება ღარიბ დასახლებებში.

აღსანიშნავია, რომ მანაუსში მოსახლეობის 50%-ზე მეტს შეუფერებელ პირობებში უწევს ცხოვრება.

კომენტარი