რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავმა მიკროავტობუსებმა მუშაობა განაახლეს

რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავმა მიკროავტობუსებმა მუშაობა განაახლეს

93
გაზიარება

დღეს “რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავმა მიკროავტობუსებმა მუშაობა განაახლეს. რა რეკომენდაციებისა და წესების დაცვა მოუწევს მოსახლეობას საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისას, ამის შესახებ კომპანია “ინტერტრანსი” განცხადებას ავრცელებს.

“რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავმა მიკროავტობუსებმა მუშაობა განაახლეს. “ინტერტრანსის” დაქვემდებარებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებები მგზავრებს საკოორდინაციო საბჭოს მიერ დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით მოემსახურებიან.

კერძოდ: აკრძალულია მგზავრის დაშვება მიკროავტობუსში დამცავი პირბადის გარეშე. აღნიშნულ საკითხს “ინტერტრანსის” უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები გააკონტროლებენ. ასევე, სავალდებულოა სატრანსპორტო საშუალების ღია ფანჯრებით გადაადგილება.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, კომპანია “ინტერტრანსი” სამარშრუტო ხაზზე გასულ ყველა მიკროავტობუსს დეზინფექციას ჩაუტარებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარი