სამგორში დასასვნებელი სივრცეები ეწყობა

სამგორში დასასვნებელი სივრცეები ეწყობა

57
გაზიარება

სამგორის რაიონის გამგეობა დასასვენებელ სივრცეებს სხვადასხვა მისამართზე აწყობს.
მიმდინარე სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე გაეცნო, ასევე, მან ადგილობრივ მაცხოვრებლებს დაგეგმილი პროექტები გააცნო.

ქინძმარაულის პირველ შესახვევში, N10 კორპუსის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცე ეწყობა; 1000 კვ. მ ფართობზე საბაღე სკამები და ურნები განთავსდება, საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოეწყობა, გარე განათების დიდტემა დამონტაჟდება და გამწვანების სამუშაოები ჩატარდება.

მსგავსი გამწვანებული დასასვენებელი სივრცე ეწყობა ვარკეთილის მეორე მიკრორაიონის N4 და N5 კორპუსებს შორის, სადაც 1300 კვ. მ ფართობი მოწესრიგდება.
დაიგეგმა და მალე დაიწყება სამუშაოები მოსკოვის გამზირის მეოთხე კვარტლის N4 კორპუსის მიმდებარედ და ბაბუციძის N12-ის მიმდებარედ.
სამუშაოებს გამგეობის კონტრაქტორი კომპანია „ალგე ჯგუფი“ აწარმოებს.

კომენტარი