ქვემო სამგორში სკვერებსა და დასასვენებელ სივრცეებს აწყობენ

ქვემო სამგორში სკვერებსა და დასასვენებელ სივრცეებს აწყობენ

83
გაზიარება

სამგორის რაიონის გამგეობა ქვემო სამგორში სკვერებსა და დასასვენებელ სივრცეებს აწყობს. მალე ახალი სკვერი წმინდა ბარბარეს უბანში გაიხსნება. მიმდინარე სამუშაოები სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ მოადგილესთან, სოსო ბურდულაძესთან ერთად დაათვალიერა.

ახალი დასასვენებელი სივრცე წმინდა ბარბარეს უბნის N123 და N132-ის მიმდებარედ ეწყობა. სკვერში განთავსდება საბავშვო მოედანი სხვადასხვა ტიპის ატრაქციონით, საბაღე და საქანელა სკამები, ურნები, გამწვანებული ზოლი და ფიტნეს ზონა. საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება, ტერიტორია დამცავი ღობით შემოიფარგლება და მოეწყო გარე განათების სისტემა.

პროექტის ღირებულება 56037 ლარია. სამუშაოებს სამგორის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია „ჩვენი ჯგუფი“ ასრულებს.

ქვემო სამგორში ახალი სკერების მოწყობის სამუშაოები ასევე მიმდინარეობს წმ. ბარბარეს უბნის N135 მიმდებარედ და ქინძმარაულის პირველ შესახვევში N10 კორპუსის მიმდებარედ; პროექტების განხორციელება მალე დაიწყება ჭიჭინაძის N1-ში, ქინძმარაულის პირველ შესახვევში N10 კორპუსის მიმდებარედ. მიმდინარე წელს ქვემო სამგორში ახალი სკვერები უკვე გაიხსნა ქინძმარაულის მეორე შესახვევის N9 კორპუსის მიმდებარედ და ოცხელების ქ. N30-ის მიმდებარედ.

კომენტარი