ზღვის უბნის IV მიკრორაიონში ახალი სკვერის მოწყობა მიმდინარეობს

ზღვის უბნის IV მიკრორაიონში ახალი სკვერის მოწყობა მიმდინარეობს

80
გაზიარება

ნაძალადევის რაიონში, ზღვის უბნის IV მ.რ. V კორპუსის წინ 2 000 კვ.მ ფართობზე ახალი სკვერის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდება საბავშვო გასართობი ატრაქციონები და დასასვენებელი პავილიონი. უკვე მოეწყო სარწყავი სისტემა, ბალახის საფარი, ფილები და ბორდიური. ამ ეტაპზე, შავი მიწა იშლება და გარე განათების ქსელი მონტაჟდება. ასევე, მოეწყობა საპარკე ინფრასტრუქტურა.

მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ თამარ ტალიაშვილთან ერთად გაეცნო.

„აღნიშნული ტერიტორია ავტოსადგომად იყო გადაქცეული, არ არსებობდა შესაბამისი ინფრასტრუქტურა. სკვერის კეთილმოწყობას ივნისის ბოლოს დავასრულებთ და ზღვის უბანში კიდევ ერთი ძალიან კარგი დასასვენებელი სივრცე გვექნება“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობა 217 546 ლარს დახარჯავს.

კომენტარი