საბურთალოზე კიდევ ერთი დასასვენებელი სივრცე რეაბილიტირდა

საბურთალოზე კიდევ ერთი დასასვენებელი სივრცე რეაბილიტირდა

111
გაზიარება

ვაჟა-ფშაველას I ჩიხი კორპუსი N3-ის ეზოში დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია დასრულდა.

სამუშაოების ფარგლებში, კაუჩუკის საფარიან მოედანზე ბავშვებისთვის ატრაქციონი დამონტაჟდა. ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის მცენარე დაირგო. აგრეთვე, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, განათების ქსელი და ყველა შესაბამისი ინვენტარი.
განახლებული დასასვენებელი სივრცე საბურთალოს გამგებელმა გაიოზ ვასაძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა, დავით უთმელიძემ დაათვალიერეს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები საბურთალოს გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა.

კომენტარი