საბურთალოს რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება

საბურთალოს რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება

94
გაზიარება

პეკინის გამზირი N43-ის ეზოში დასასვენებელი სივრცისა და სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

პროექტის ფარგლებში, ბავშვებისთვის ატრაქციონები დამონტაჟდება, მოეწყობა ლედ განათების ქსელი, ასევე, საფეხმავლო ბილიკი და ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურა. სპორტულ მოედანზე კი, განახლდება ლითონის ბადე, ბალახის საფარი და ინვენტარი სრულად შეიცვლება.

სამუშაო პროცესს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და მაჟორიტარი დეპუტატი დავით უთმელიძე გაეცნენ.

პროექტები საბურთალოს გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება. დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაციას კომპანია „გრინსერვი+“ , ხოლო სპორტული მოედნის შპს „დოკასპორტი“ ასრულებს.

კომენტარი