ჭიაურელის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

ჭიაურელის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

71
გაზიარება

დიდუბის რაიონის გამგეობა ჭიაურელის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურას აწესრიგებს. სამუშაოები 9 650 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს და ასფალტის ორი ფენა მოეწყობა. საგზაო პროექტის მიხედვით, ასევე, იცვლება ტროტუარი და ბორდიური. გასულ წელს, დიდუბის გამგეობამ აღმაშენებლის ხეივნიდან ჭიაურელის ქუჩის გავლით, 1 255 გრძივი მეტრი სანიაღვრე ქსელი მოაწყო, რომელიც ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე მთავარ კოლექტორზე დაერთდა. წვიმის დროს ამორტიზებული სანიაღვრე ქსელი ადგილობრივ მცხოვრებლებს სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა. ჭიაურელის ქუჩაზე ასფალტის მოწყობის სამუშაოებს კომპანია „ბი ემ სი“ 480 000 ლარის ღირებულების ფარგლებში ახორციელებს. მიმდინარე პროცესს დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი, საკრებულოს დიღმის მაჟორიტარ დეპუტატთან, თარაშ შურღაიასთან ერთად გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა.

 

კომენტარი