ბიოტუალეტი – ქართული კომპანიის პასუხი თანამედროვე გამოწვევაზე

ბიოტუალეტი – ქართული კომპანიის პასუხი თანამედროვე გამოწვევაზე

905
გაზიარება

ეკოლოგია ის ფუნდამენტური საკითხია, რომელიც დღევანდელმა მთავარმა გამოწვევამ, კორონავირუსმა მთელ მსოფლიოს სხვა თვალით დაანახა. ჰაერისა და გარემოს სისუფთავეზე ზრუნვა ბევრნაირად შეიძლება, მაგრამ მიზანი ერთია: ვისუნთქოთ სუფთა ჰაერი, დავლიოთ სუფთა წყალი და ვიკვებოთ ჯანსაღი პროდუქტებით, რომლებიც, ჩვენი ცხოვრების წესის წყალობით, არ იქნება გაჟღენთილი ჩვენივე ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებებით.

შპს „კი კი“ ეკოლოგიაზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში ზრუნავს. როგორც კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი ვლადიმერ ღლონტი „სითი კვირასთან“ საუბრისას აღნიშნავს, შექმნილმა სიტუაციამ მკაფიოდ გვაჩვენა, რამდენად მარტივად შეიძლება, ადამიანის ჯანმრთელობა რისკის ქვეშ დადგეს, ბიოტუალეტი კი, ერთ-ერთი ინსტრუმენტია ნებისმიერი ვირუსისა თუ ბაქტერიის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

მოკლედ, „კი კი“ ბიოტუალეტებს აქირავებს. გაქირავება მოიცავს არა მხოლოდ ქირას, არამედ ბიოტუალეტების პერიოდულ მომსახურებასაც, რაც გათვალისწინებულია ქირის ფასშიც. მომსახურება გულისხმობს ამოტუმბვას-ასინიზაციას, დასუფთავებას, ბიოქიმიის ჩასხმას და არომატებით დამუშავებას. სწორედ მომსახურებაა ის მიზეზი, რომლის გამოც ბიოტუალეტებს, როგორც წესი, არ ყიდულობენ, არამედ მხოლოდ ქირაობენ.

რამდენი ხანია, ამ მიმართულებით მუშაობთ?

-კომპანია „კი კი“ 2018 წლის ბოლოს დაარსდა და რამდენიმე თვეში დაიწყო ფუნქციონირება. ჩვენს ფუნქციონირებაში ბევრი ასპექტი მოიაზრება, თუმცა, რა თქმა უნდა, ძირითადი მიმართულება სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებია.

-ბიოტუალეტი ეკოლოგიურად სუფთა, ავტონომიურ კაბინას მოიცავს და იწარმოება ისეთი მასალით, რომელიც არ აზიანებს და არ ანაგვიანებს ეკოლოგიას. მას არ სჭირდება არც წყლის და არც კანალიზაციის  მიერთება. შიგნით შესაძლებელია ნებისმიერი ფორმატის ჩამონტაჟება, რაც გულისხმობს წყლის დისპენსერს, ხელსაბანს, საპნის დისპენსერს, ქაღალდის დისპენსერს და რაღა თქმა უნდა, ავზს, სადაც ფეკალიებისა და თხევადი მასალების აკუმულირება, შემდეგ კი, მათი ასინიზაცია უნდა მოხდეს.

ჩვენ ვართ პასუხი იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც დღეს covid-19-მა მთელი მსოფლიო დააყენა. ვირუსისა თუ ბაქტერიის გამრავლებისა და გავრცელების მთავარი წყარო არაჰიგიენური, არაეკოლოგიური გარემოა. ჩვენი კაბინისა და მომსახურების გამოყენებით, მსგავსი საფრთხეების წარმოქმნის შანსი ნულის ტოლია. ამ კაბინაში ისხმება სპეციალური სითხე, რომელიც ვირუსებს, ბაქტერიებს და ნებისმიერ მავნე, ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებას ანადგურებს. ყველაზე სასიამოვნო ის გახლავთ, რომ ბიოქიმია, მავნე ნივთიერებებისა და ორგანიზმების განადგურების გარდა, გამოჰყოფს სპეციალურ არომატს, რითიც ხელს უშლის იმ ცუდი სუნის წარმოქმნას, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, თან ახლავს აღნიშნულ პროცესს.

რა გამოცდილება აქვს თქვენს კომპანიას?

-თბილისსა და ბათუმში ჩვენ გვაქვს ორი ოფისი, საიდანაც მთელ საქართველოს ვემსახურებით. მაგალითად, ჩვენ მოვემსახურეთ შარშან კახეთში გამართულ მსოფლიო რბენას, ახალციხეში ჯარების წვრთნებს, ლაგოდეხში სხვადასხვა ღონისძიებას, ჯაზფესტივალს, შავი ზღვის ფესტივალს და ბევრ სხვას. თუკი სადმე, ღია ცის ქვეშ მოკლევადიანი ღონისძიება გამართულა, კომპანია „კი კი“ თავისი კაბინით იღებდა მონაწილეობას.

მიუხედავად ამისა, ჩვენი ძირითადი მომხმარებელი მაინც სამშენებლო სექტორია. როცა მშენებლობა იწყება, ხშირად, ბუნებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, იქვე ორმოს თხრიან და არ ითვალისწინებენ სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს, რაც არამხოლოდ მიუღებელია, არამედ კანონითაცაა აკრძალული. ასეთ შემთხვევებში, ეს მასები მიწაში ჩაედინება, რაც ეკოლოგიისთვის დამანგრეველია და ცხადია, ადამიანის ჯანმრთელოაბაზეც საშინლად მოქმედებს. ჩვენ უკვე გვყავს ისეთი მსხვილი კლიენტები, როგორიცაა: „აქსისი“, „დუქს ქონსთრაქშენი“ და ა.შ. ეს კლიენტები დიდი ხანია, სარგებლობენ ჩვენი მომსახურებით. ისინი სწორად გრძნობენ თანამედროვე გამოწვევებს.

იმედია, კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარება შეგვიცვლის დამოკიდებულებას ეკოლოგიის მიმართ და ის უფრო მნიშვნელოვანი გახდება მთელი მსოფლიოსთვის. დღესდღეობით, მოთხოვნა ჩვენს პროდუქციაზე კიდევ უფრო გაიზარდა, მაგრამ, ამავდროულად, მცირე ხნით შევწყვიტეთ მოკლევადიანი ღონისძიებების მომსახურება, რადგან მათი გამართვაც, არსებული ვითარების ფონზე, დროებით აიკრძალა. მანამდე, ფაქტობრივად, ღონისძიება არ ჩაგვიგდია. ჩვენ ძალიან ხშირად გვიკავშირდებოდნენ ბიოტუალეტების მოთხოვნით. ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან როდესაც ღონისძიება ღია ცის ქვეშ მიმდინარეობს, ადამიანს სჭირდება ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. ასეთ დროს ტუალეტის აშენება 1-2 კვირაში შეუძლებელია, ამიტომ ჩვენი კაბინა საუკეთესო გამოსავალია.

თქვენი ბიოტუალეტი თბილისში რამდენიმე ლოკაციაზეა განთავსებული. ვის შეუძლია მათი გამოყენება და როგორია მათი ექსპლუატაციის ვადა?

-თბილისის მასშტაბით, 39 ლოკაცია გვაქვს მონიშნული. ყველა ამ ლოკაციაზე, ჯამში, 45 კაბინაა განთავსებული. ხელშეკრულება თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან გვაქვს გაფორმებული და ჩვენი ბიოტუალეტები ავტობუსის მძღოლებსა და კონდუქტორებს ემსახურება. ყველა კაბინა ავტობუსის ბოლო გაჩერებებზე დგას.

ჩვენი მომწოდებელი რამდენიმე კლასის კაბინას აწარმოებს. ჩვენ ყველაზე დახვეწილი მოდელით ვმარაგდებით, რომლის გამოყენებაც ნებისმიერ სიტუაციაში, ნებისიმიერი ხანგრძლივობით შეიძლება, თუმცა მთავარი არა თავად კაბინა, არამედ მომსახურებაა.

კონკრეტულად, რა იგულისხმება მომსახურებაში?

-ჩვენ გვყავს რამდენიმე სპეციალიზირებული ავტომობილი, რომლითაც ბიოტუალეტებს ვემსახურებით. აღნიშნული ავტომობილებით ხდება ბიოტუალეტების ასინიზაცია და მათი დასუფთავება. რაც მთავარია, ჩვენ გვყავს კვალიფიციური თანამშრომლები, რომლებმაც დეტალური ტრენინგი გაიარეს.

ზოგადად, ეს მომსახურება ევროპასა თუ ამერიკაში ძალიან ძვირი ჯდება. შესაბამისად, როცა ეს ყველაფერი შევიძინეთ, ჩვენთვისაც საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნება გახლდათ. ფასი, რომელსაც ჩვენ დღეს კლიენტებს ვთავაზობთ, ქართულ რეალობაზეა მორგებული და ხარისხთან შედარებით, გაცილებით დაბალია. ჩვენ ქართულ ბაზარზე საკმაოდ ახალი კომპანია ვართ, თუმცა უკვე მყარად გავიდგით ფესვები და ამ სფეროში საუკეთესო ხარისხსა და სერვისს ვთავაზობთ მომხმარებელს.

საქართველოში კონკურენტები თუ გყავთ?

-რამდენიმე კომპანია ყიდის კაბინებს, მაგრამ ისინი რადიკალურად განსხვავდებიან ჩვენგან, ამიტომ მთლად კონკურენტებს ვერ ვუწოდებდი. ჩვენ გვყავს მომწოდებელი, რომელიც ამერიკაში აღიარებული ბრენდია. ჩვენი კაბინები სტანდარტებს დაქვემდებარებული, უმაღლესი ხარისხის და უნივერსალურია. იმ დონის მომსახურება, რომელსაც ჩვენ კლიენტებს ვთავაზობთ, ჩვენს არცერთ კონკურენტს არ აქვს.

კომენტარი