მსოფლიო ლიდერები პირბადით (ფოტოკოლაჟი)

მსოფლიო ლიდერები პირბადით (ფოტოკოლაჟი)

83
გაზიარება
კორონავირუსის პანდემიის გამო, მთელი მსოფლიო შეიცვალა, მათ შორის, გარეგნულადაც. მილიონობით ადამიანი, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, იძულებულია, პირბადე ატაროს.

ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ ნიღაბს საკუთარი გამოსახულებით ატარებს.

დონალდ ტრამპს დამცავი ნიღაბი უკეთია მიჩიგანში, „ფორდის“ ქარხანაში ექსკურსიის დროს.

სლოვაკეთის პრეზიდენტ ზუზანა ჩაპუტოვას და მსახიობ მარტინ ხუბას ბრატისლავაში ნაციონალური გამოფენის სტუმრობისასაც უკეთიათ ნიღაბი.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ შავი პირბადე გაიკეთა რომში სენატიდან გამოსვლისას, როდესაც კარანტინის მეორე ეტაპის შესახებ განცხადება გააკეთა.

იაპონიის პრემიერ-მინისტრი სინძო აბე პირბადეს იხსნის, რათა მედიას გაესაუბროს საკუთარ ოფიციალურ რეზიდენციაში, ტოკიოში.

ბელგიის პრემიერ-მინისტრი სოფი ვილმესი ბრიუსელში, სახვითი ხელოვნების ცენტრის სტუმრობისას.

ჩინეთის პრეზიდენტი, სი ცზინპინი ნიღბით საუბრობს ვიდეოკავშირის დროს უხანში, ჰუოშენშანის საავადმყოფოსთან.

არგენტინის პრეზინეტი ალბერტო ფერნანდესი ბუენოს-აირესში Volkswagen-ის ქარხნის მუშებს ესალმება.

კომენტარი