მამარდაშვილის N22-ში სახლის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს

მამარდაშვილის N22-ში სახლის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს

47
გაზიარება

ჩუღურეთის რაიონში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, მამარდაშვილის ქ. N22-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, მონოლითური რკინა-ბეტონის სეისმიური სარტყელი და საძირკვლის ფილა მოეწყობა.

სამუშაოებისთვის 82 199 ლარია გამოყოფილი.

პროექტის მიმდინარეობას ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან რიმა ბერაძესთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა

კომენტარი