სამედიცინო ნიღბებით დაბინძურებული ავსტრალიის ნაპირები (ფოტოკოლაჟი)

სამედიცინო ნიღბებით დაბინძურებული ავსტრალიის ნაპირები (ფოტოკოლაჟი)

98
გაზიარება

სიდნეის შემოგარენში სანაპიროები სამედიცინო ნიღბებითაა გადავსებული. ისინი იქ სატვირთო გემიდან გადმოცვენილი კონტეინერიდან მოხვდა.

როგორც ცნობილია, ამის მიზეზი შტორმი გახდა, რომელშიც სატვირთო გემი მოხვდა. მას დამცავი საშუალებები გადაჰქონდა ჩინეთიდან მელბურნში. ძლიერმა ქარმა და რწევამ გემი დააზიანა და 40 კონტეინერი წყალში აღმოჩნდა.

ნიღბები პირველად სიდნეის მოსახლეობამ ნახა, რომელიც საკარანტინო ზომების შემსუბუქების შემდეგ ოკეანის სანაპიროზე დასასვენებლად გავიდა. ადმიანებმა ნანახის შესახებ უსაფრთხოების სამსახურს უამბეს და სოციალურ ქსელში ფოტოები გამოაქვეყნეს. მოსახლეობა საკუთარი ძალებით შეუდგა სანაპიროს გასუფთავებას.

“ერთ საათში მე ასობით ნიღაბი და პატარა პლასტმასის კონტეინერები შევაგროვე, სადაც ისინი ინახებოდა. ამ ნაგვით სულ გავავსე ჩემი პარკები”,- ამბობს ადგილობრივი მცხოვრები ალი პოტი.

ადგილობრივი მედიის ცნობით, გემის კაპიტანმა ტვირთის დაკარგვის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, დაბრუნებულიყო ბრიზბენში.

როგორც ცნობილია, გემს, გარდა სამედიცინო დანიშნულების ნივთებისა, სამშენებლო მასალები და სამომხმარებლო ტექნიკა გადაჰქონდა.

კომენტარი