„ჩემი სახლი ეკოსითი“ – „მეტი დეველოპმენტმა“ ბავშვთა დღისადმი მიძღვნილი ხატვის კონკურსი ჩაატარა

„ჩემი სახლი ეკოსითი“ – „მეტი დეველოპმენტმა“ ბავშვთა დღისადმი მიძღვნილი ხატვის კონკურსი ჩაატარა

84
გაზიარება

1 ივნისი – ბავშვთა საერთაშორისო დაცვის დღე „მეტი დეველოპმენტმა“ ხატვის კონკურსით, სახელწოდებით: „ჩემი სახლი ეკოსითი’’ აღნიშნა. კომპანიამ ხატვის ნიჭით დაჯილდოებული ბავშვები წაახალისა. კონკურსი დღესასწაულამდე ერთი კვირით ადრე გამოცხადდა და პირველ ივნისს, 2 საათზე პირდაპირ ეთერში გაირკვა 10 საუკეთესო ნახატის ავტორი, აქედან კი, 3 განსაკუთრებული: მეტი დეველოპმენტის, „ფეისბუქისა“ და ყველა ბავშვისათვის საყვარელი მხატვრის – ზალიკო სულაკაურის რჩეული.

2 ივნისს, 3 საათზე „მეტი დეველოპმენტის“ ეზოში დაჯილდოების ცერემონიალი ჩატარდა. ათ რჩეულ მონაწილეს – სასაჩუქრე სახატავი ნაკრები, ხოლო სამ გამარჯვებულს 5 კილო შოკოლადის კალათი და მთავარი პრიზი, ზალიკო სულაკაურის სამხატვრო სტუდიის ოთხთვიანი კურსი გადაეცა.

ცერემონიალზე ბავშვებმა „მეტი დეველოპმენტის“ განსაკუთრებულად მორთულ ეზოში სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და კუთვნილ საჩუქრები მიიღეს. ზალიკო სულაკაურმა თავისი რჩეული ნახატის ავტორს მისი პორტრეტი გადასცა.

როგორც „მეტი დეველოპმენტის“ გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ელენე დალაქიშვილმა განმარტა, კომპანიამ, ხატვასთან დაკავშირებული კონკურსის ჩატარება საყოველთაო კარანტინის პირობებში ბავშვებისთვის მხიარული განწყობის შესაქმნელად გადაწყვიტა.

„თემატიკა იყო „ჩემი სახლი ეკოსითი“, სადაც უნდა ყოფილიყო ასახული ოჯახი, დედა, მამა, ბავშვები და ახლობელი ადამიანები, მწვანე გარემო და სახლი. სამომავლოდ ჩვენი პატარა მხატვრების ნამუშევრების გამოყენებას ვაპირებთ და თუ რა მიზნით, ამას ძალიან მალე შეიტყობთ“ – აცხადებს ელენე დალაქიშვილი და დეველოპერების მხრიდან ახალ, საინტერესო მიდგომებს გვპირდება.

„მე დავხატე მთელი გულით. ჩემს ნახატში გადმოვეცი ბუნება, ოჯახი და ა.შ.“ – აღნიშნა ერთ-ერთმა გამარჯვებულმა, რუსუდან გაბუნიამ.

მოწვეულმა სტუმარმა, ზალიკო სულაკაურმა „მეტი დეველოპმენტს“ მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ამგვარი კონკურსები ბავშვს სტიმულს აძლევს და ბარიერების გადალახვაში ეხმარება

შეხვედრას, „მეტი დეველოპმენტის“ წარმომადგენლებთან, მონაწილეებთან და მოწვეულ მხატვართან ერთად, ბავშვების მშობლებიც ესწრებოდნენ.

კომენტარი