2 ივნისი მტკვრის დაცვის დღეა

2 ივნისი მტკვრის დაცვის დღეა

92
გაზიარება

2 ივნისს მტკვრის დაცვის დღე აღინიშნება, რომელიც კოალიცია “მტკვარ-არაქსის” ინიციატივით 1999 წელს დაარსდა. ეს დღე საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ერთდროულად აღინიშნება.
ამასთან დაკავშირებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი   ანდრო ასლანიშვილი ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგისა და წყლის ლაბორატორიის სპეციალისტებთან ერთად მდინარე მტკვარზე წყლის სინჯების აღების პროცესს დაესწრო.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღებულ სინჯებში ადგილზე ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები განისაზღვრა, ხოლო ორგანული და არაორგანული დამაბინძურებლები და მძიმე ლითონები სააგენტოს ლაბორატორიაში შემოწმდება, რომლის შედეგებიც რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
გარემოს ეროვნული სააგენტო მდ. მტკვრის აუზის ხარისხის რეგულარულ მონიტორინგს ყოველთვიურად 19 წერტილში, ხოლო კვარტალურად 33 წერტილში ახორციელებს, რომლის შედეგები სააგენტოს ვებგვერდზე მუდმივად იდება.

კომენტარი