ნაძალადევის რაიონში კორპუსების ეზოების მოწესრიგება გრძელდება

ნაძალადევის რაიონში კორპუსების ეზოების მოწესრიგება გრძელდება

64
გაზიარება

ნაძალადევის რაიონში, კორპუსების ეზოებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. გზის რეაბილიტაცია სრულდება ცოტნე დადიანის ქუჩის II მ.რ-ის III კორპუსის მიმდებარედ.

პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი 1 380 კვ.მ ფართობზე დაიგო, ასევე, მოეწყო ბორდიური და ტროტუარი.

ბოლო ეტაპის სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ მიხეილ ამაშუკელთან ერთად გაეცნო.

„აღნიშნულ მისამართზე ვასრულებთ გზის რეაბილიტაციას. საგზაო სამუშაოების დაწყებამდე, შევცვალეთ წყალარინების მოძველებული ქსელი, ასევე, მოვაწყვეთ საბავშვო ატრაქციონები, სავარჯიშო ტრენაჟორები და სკამები. საბოლოოდ, კარგი სივრცე გამოვიდა. კორპუსში 173 ოჯახი ცხოვრობს. შესრულებული სამუშაოებით ადგილობრივი მოსახლეობა კმაყოფილია“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

ცოტნე დადიანის ქუჩა II მ.რ. III კორპუსის ეზოში, ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაკვეთით განხორციელებული სამუშაოების საერთო ღირებულება 180 000 ლარს შეადგენს.

კომენტარი