წინანდლის ქუჩის რეაბილიტაცია გრძელდება

წინანდლის ქუჩის რეაბილიტაცია გრძელდება

51
გაზიარება

ავლაბარში, წინანდლის N9-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის შედეგად, ტროტუარები და ბორდიურები უკვე მოეწყო. ამ ეტაპზე კი, ასფალტის ორფენიანი საფარი ჯამში 3 800 კვადრატულ მეტრ ფართობზე იგება.
აღნიშნულ მისამართზე გზის რეაბილიტაციისთვის ისნის გამგეობამ ბიუჯეტიდან 220 000 ლარი გამოყო.
მიმდინარე სამუშაოებს ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე ადგილზე გაეცნო.

კომენტარი