გლდანის მერვე მიკრორაიონში, N23, N11, N9 კორპუსების მიმდებარედ სკვერი ეწყობა

გლდანის მერვე მიკრორაიონში, N23, N11, N9 კორპუსების მიმდებარედ სკვერი ეწყობა

108
გაზიარება

გლდანის მერვე მიკრორაიონში, N23, N11, N9 კორპუსების მიმდებარედ სკვერი ეწყობა.
მიმდინარე სამუშაოები დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანთან, ერთად დაათვალიერა.

კახა კალაძის განცხადებით, მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით დაწყებული სკვერის მოწყობის სამუშაოები, გეგმის თანახმად, ზაფხულის ბოლოს უნდა დასრულდეს.

„აღნიშნულ ტერიტორიაზე გლდანის რაიონის გამგეობას დაწყებული აქვს სკვერის მოწყობის სამუშაოები, რომელიც ერთ ჰექტარამდე ტერიტორიაზე მიმდინარეობს. აქ იყო ძალიან მძიმე მდგომარეობა და მოსახლეობის თხოვნა იყო, რომ მომხდარიყო ამ ტერიტორიის კეთილმოწყობა. სამუშაოების დასრულების შემდეგ აქ მართლაც ძალიან მოწესრიგებული და მიმზიდველი სივრცე იქნება. ეს არის ტერასული ტიპის სივრცე, რომელიც საბოლოოდ ძალიან ეფექტური გამოვა. აქ ყველა ასაკის ადამიანისთვის იქნება შესაბამისი ადგილი, სადაც მათ ექნებათ დასვენების შესაძლებლობა. ბავშვებისთვის იქნება სპეციალური გასართობი ზონა, შადრევანი, საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნები, იქნება ხელოვნური ტბა“, – განაცხადა თბილისის მერმა.

აღნიშნულ მისამართზე, რეაბილიტაცია უტარდება, დაახლოებით, 8 000 კვადრატული მეტრი ფართობს, სადაც მრავალფუნქციური სკვერი მოეწყობა.

პროექტის თანახმად, სკვერის ტერიტორიაზე ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონები, ძაღლების გასასეირნებელი სივრცე, კალათბურთის მოედანი, ღია სივრცე მაგიდის ჩოგბურთისთვის და სკეიდბორდის მოედანი მოეწყობა. ასევე, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, შადრევანი. სკვერი გამწვანდება – დაირგვება ხეები და დაითესება ბალახი. სკვერი ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის.

აღნიშნული პროექტისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 073 160 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოებს შპს „არბა“ ახორციელებს.

ადგილზე იმყოფებოდნენ გლდანის რაიონის გამგებელი, ბექა მიქაუტაძე, პარლამენტის წევრი, ლევან კობიაშვილი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, გულია გოცირიძე.

კომენტარი