დიდუბის გამგეობა ავარიული სახლების რეაბილიტაციას ახორციელებს.

დიდუბის გამგეობა ავარიული სახლების რეაბილიტაციას ახორციელებს.

72
გაზიარება

დიდუბის რაიონის გამგეობა დიდუბის ქუჩა N12-სა და ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩის N25/27-ში საცხოვრებელი სახლების გამაგრების სამუშაოებს ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში, შენობის საძირკველი და მზიდი კედლები მონოლითური რკინა-ბეტონით გამაგრდება. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება შენობის აივნებს და შეიცვლება შენობაში არსებული დაზიანებული კარ-ფანჯარა.

აღნიშნული პროექტი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება. შენობების კაპიტალური გამაგრების სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 191 402 ლარია გამოყოფილი.

კომენტარი