თბილისის მასშტაბით, ნობათის დარიგების მეორე ეტაპი გრძელდება

თბილისის მასშტაბით, ნობათის დარიგების მეორე ეტაპი გრძელდება

65
გაზიარება

ბიზნესსექტორისა და მოქალაქეების დახმარებით, მარტოხელა ხანდაზმულებისა და შშმ პირების ნობათებით უზრუნველყოფის კამპანიის მეორე ეტაპი გრძელდება.

ნაძალადევის რაიონის გამგეობის თანამშრომლებმა საჭირო პროდუქტები რაიონში მცხოვრებ კიდევ 583 ოჯახს გადასცეს. პროცესში ყოველდღიურად ჩართულია ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე.

კამპანიის დაწყებიდან დღემდე, ნაძალადევის რაიონის მასშტაბით, 3 225 ნობათი დარიგდა.

კომენტარი