99 წლის მამაკაცმა კორონავირუსის დამარცხების შემდეგ შვილიშვილის ქორწილი აღნიშნა

99 წლის მამაკაცმა კორონავირუსის დამარცხების შემდეგ შვილიშვილის ქორწილი აღნიშნა

126
გაზიარება

ვინსენტ სიმეონე, რომელიც ვობურნში, მასაჩუსეტსის შტატში ცხოვრობს, თავისი შვილიშვილის, ემი ციმერმან სკუდიერის, ქორწინების ცერემონიას უსაფრთხო დისტანციის დაცვით დაესწრო 24 მაისს – დღეს, როდესაც მის გარდაცვლილ მეუღლეს 100 წელი შეუსრულდებოდა.

„ეს იყო უდიდესი სიურპრიზი, როდესაც იგი ფეხზე მდგარი და მომღიმარი დავინახე. მის თვალებში შეიძლებოდა იმის ამოკითხვა, თუ როგორი აღელვებული და ბედნიერი იყო.“ – აცხადებს ემი. სიმეონე მეორე მსოფლიო ომის ვეტერანია და 35 წელი აშშ-ის ფოსტაში მუშაობდა.

მას Covid 19 – ის დიაგნოზი 16 აპრილს დაუდგინდა და 20 აპრილიდან 7 მაისამდე საავადმყოფოში იმყოფებოდა.

„მას ძალიან უყვარს სიცოცხლე და ოჯახი. ვირუსის მიუხედავად, იგი ამბობდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ის ჩვენს ოჯახს ერთიანობას უნარჩუნებს. ჩვენ ყოველთვის ერთად ვხალისობთ მის ხუმრობებზე.“ – ამბობს სკუდიერი.

როდესაც ემის ქორწილის დრო დადგა, ცერემონიას 10 ადამიანი უშუალოდ ეკლესიაში დაესწრო, ხოლო ოჯახის დანარჩენმა წევრებმა და ახლობლებმა ავტოსადგომთან არსებულ მისაღებში მოიყარეს თავი.

თუ უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება ემი და მისი მეუღლე, სოლ სკუდიერი, თაფლობის თვის გატარებას იაპონიაში იმედოვნებენ.

კომენტარი