ვაზისუბანში, N167 ბაგა-ბაღის მიმდებარედ გზას რეაბილიტაციას უტარებენ

ვაზისუბანში, N167 ბაგა-ბაღის მიმდებარედ გზას რეაბილიტაციას უტარებენ

51
გაზიარება

ისნის რაიონის გამგეობა ვაზისუბანში, N167 ბაგა-ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. ინფრასტქუქტურული პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე გზის გაფართოების სამუშაოები მიმდინარეობს, რაც შესაძლებელს გახდის ორმხრივ სამანქანო მოძრაობას. ასევე, მოეწყობა ტროტუარი, რომლის არარსებობა წლების მანძილზე პრობლემას წარმოადგენდა ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ასფალტის ორფენიანი საფარი 700 კვ.მ ფართობზე დაიგება.
მიმდინარე სამუშაოებს ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, მაჟორიტარ დაპუტატებთან, ირაკლი აბუსერიძესთან და ლევან დავითაშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო.
აღნიშნულ მისამართზე გზის რეაბილიტაციისთვის ისნის გამგეობამ ბიუჯეტიდან 40 000 ლარი გამოყო.

კომენტარი