ვარკეთილში ახალი სპორტული მოედანი გაიხსნა

ვარკეთილში ახალი სპორტული მოედანი გაიხსნა

52
გაზიარება

სამგორის რაიონის გამგეობა სპორტული მოედნებს სხვადასხვა მისამართზე აწყობს. ამჯერად, კიდევ ერთი სტოდიონი მოეწყო ვარკეთილში, 3ა მიკრორაიონის N341 კორპუსის მიმდებარედ. ახალი მოედანი სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ და გამგებლის მოადგილე სოსო ბურდულაძემ დაათვალიერეს.

კალათბურთისა და ფეხბურთის კომბინირებული მოედანი 650 კვ.მ ფართობზე განთავსდა. ხელოვნურსაფარიან მოედანზე დამონტაჟდა კალათბურთის ფარები, მოეწყო გარე განათების სისტემა და გარემო ადაპტირდა შშმ პირთათვის. ახალი სპორტული მოედნის მოსაწყობად სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 103 385 ლარი გამოიყო. სამუშაოები გამგეობის კონტრაქტორმა კომპანიამ „კვადრელი“ განახორციელა. სამგორის რაიონის გამგეობამ მიმდინარე წელს 7 სპორტული მოედნის მოწყობა დაასრულა, კიდევ 3 ახალი სტადიონი კი უახლოეს მომავალში გაიხსნება.

კომენტარი