ისნის რაიონში N109 ბაგა-ბაღის შენობის დემონტაჟი დაიწყო

ისნის რაიონში N109 ბაგა-ბაღის შენობის დემონტაჟი დაიწყო

77
გაზიარება

ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე N109 ბაგა-ბაღის დემონტაჟი დაიწყო. პროექტის მიმდინარეობას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძესთან და მაჟორიტარ დეპუტატ, ნინო ლაცაბიძესთან ერთად გაეცნო.

N109 ბაგა-ბაღის, ისევე როგორც დანარჩენი ავარიული შენობების დემონტაჟი, ქალაქის ქონების მართვის სააგენტოსთან ერთად ხორციელდება, რომელმაც კომპანიები აუქციონის გზით გამოავლინა. კომპანიას შენობის დაშლისა და ტერიტორიის გასუფთავებისთვის ვადა სექტემბრის პირველ ნახევარში ეწურება. მომავალ წელს კი ბაღების სააგენტო ძველის ნაცვლად ახალი, თანამედროვე სტანდარტების ბაგა-ბაღს ააშენებს.

ბაგა-ბაღის შენობის დახურვის შემდეგ, მისი კონტინგენტი ალტერნატიულ ფართში გადანაწილდა და კუთვნილ მისამართზე ისინი ახალი ბაღის მშენებლობის დასრულების შემდეგ დაბრუნდებიან.

კომენტარი