ლილი თაკვარელია – ფრონტის ხაზზე გაპარული 21 წლის გოგონას ამბავი

ლილი თაკვარელია – ფრონტის ხაზზე გაპარული 21 წლის გოგონას ამბავი

143
გაზიარება

თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ქარ­თვე­ლოს ომე­ბი უამ­რავ მნიშ­ვე­ლო­ვან ეპი­ზოდს ინა­ხავს, რო­მელ­ზეც მსჯე­ლო­ბა მე­ო­თხე­დი სა­უ­კუ­ნის შემ­დე­გაც არ არის გვი­ა­ნი; ალ­ბათ ბევ­რმა არ იცის, რომ 90-იანი წლე­ბის ქარ­თულ-აფხა­ზურ ომში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნეს ქა­ლებ­მაც… სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ას ქა­ლე­ბის გმი­რო­ბის უამ­რა­ვი მა­გა­ლი­თი ახ­სოვს, – უახ­ლე­სი ის­ტო­რი­ი­დან ერთ-ერთი ასე­თია 21 წლის ლილი თაკ­ვა­რე­ლია, ში­ნა­გა­ნი ჯა­რის სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის პოლ­კის მებ­რძო­ლი…

1993 წლის 22 სექ­ტემ­ბერს ბა­ბუ­შე­რას აე­რო­პორ­ტში აფეთ­ქე­ბულ თვითმფრი­ნავ­ში ისიც იყო… ლილი აფხა­ზეთ­ში მიფ­რი­ნავ­და, ქარ­თველ მე­ომ­რებს რომ მიშ­ვე­ლე­ბო­და. მის შე­სა­ხებ ძა­ლი­ან ცოტა რა­მეა ცნო­ბი­ლი.

მისი გახ­სე­ნე­ბა მის თა­ნამ­ბრძოლს, ვე­ტე­რა­ნე­ბის საქ­მე­თა სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ არ­ქი­ვის უფ­როსს, გელა ათა­ქიშ­ვილს ვთხო­ვეთ…

“ერთ დღეს, ჩვე­ნი ში­ნა­გა­ნი ჯა­რე­ბის სამ­ხედ­რო ნა­წილ­ში მა­მა­კა­ცი მი­სუ­ლა, – ჩემს 19 წლის ქა­ლიშ­ვილს ძა­ლი­ან უყ­ვარს ცხო­ვე­ლე­ბი, თუ ვინ­მე ლეკვს აჩუ­ქებს, ყვე­ლა სახ­ლში მოჰ­ყავს და იქ­ნებ რამე სამ­სა­ხუ­რი გა­მო­უ­ძებ­ნო­თო…

ასე მო­იყ­ვა­ნეს ში­ნა­გა­ნი ჯა­რე­ბის კი­ნო­ლო­გი­ა­ში ძა­ლი­ან ლა­მა­ზი და ენერ­გი­უ­ლი გოგო ლილი თაკ­ვა­რე­ლია. მა­შინ ქა­ლე­ბის სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში მი­ღე­ბა და და­საქ­მე­ბა ასე­თი ხში­რი არ იყო… მახ­სოვს, არც მა­მას უნ­დო­და, მისი შვი­ლი სა­ო­მარ პრო­ცე­სებ­ში ჩარ­თუ­ლი­ყო, ნერ­ვი­უ­ლობ­და. ჩვე­ნი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბაც უფრთხილ­დე­ბო­და და ცდი­ლობ­და, რთუ­ლი და სა­ხი­ფა­თო საქ­მე­ე­ბის­თვის აე­რი­დე­ბი­ნა… ეს იყო 1993 წელი…” – იხ­სე­ნებს აფხა­ზე­თის ომის მო­ნა­წი­ლე.

მი­სი­ვე თქმით, ძა­ლი­ან მალე ლილი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კი­ნო­ლო­გი გახ­და. ერთხელ თბი­ლი­სის ზო­ო­პარ­კი­დან მა­ი­მუ­ნი გა­ი­პა­რა. შე­სა­ბა­მის­მა სამ­სა­ხუ­რებ­მა, მომ­თვი­ნი­ე­რებ­ლის პოვ­ნამ­დე, ლი­ლის სთხო­ვეს, დაგ­ვეხ­მა­რე­თო. მან ძა­ლი­ან მალე იპო­ვა და გა­ლი­ა­ში და­აბ­რუ­ნა.

ერთხე­ლაც, მას და მის თა­ნამ­შრო­მელს ერ­თმა­ნე­თი შე­უყ­ვარ­დათ და ყვე­ლა­ფე­რი აქე­დან და­ი­წყო… “სო­მე­ხი იყო ის ბიჭი… ზემ­დე­გის წო­დე­ბა ჰქონ­და. ხან­და­ხან, რამ­დე­ნი­მე თვით, თა­ვი­სი სპე­ცი­ა­ლო­ბით აფხა­ზეთ­შიც უშ­ვებ­დნენ. ლილი მას­ზე ყო­ველ­თვის ნერ­ვი­უ­ლობ­და და სულ მას­თან ყოფ­ნას ცდი­ლობ­და. მათ შო­რის, ომ­შიც… თუმ­ცა, ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ამის უფ­ლე­ბას ხში­რად არ აძ­ლევ­და, რად­გან საბ­რძო­ლო მოქმდე­ბებ­ში გა­მო­უც­დე­ლი გოგო იყო.

ბევ­რს მუ­შა­ობ­და თა­ვის თავ­ზე – მახ­სოვს, ტირ­შიც კი და­ი­წყო ვარ­ჯი­ში და იმ­დე­ნად კარ­გად ის­რო­და, ბევრ მა­მა­კაცს არ ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბო­და… რამ­დენ­ჯერ­მე აფხა­ზეთ­შიც წა­ვი­და, თუმ­ცა, რო­გორც გი­თხა­რით, უფრთხილ­დე­ბოდ­ნენ და წინა ხაზ­ზე არ უშ­ვებ­დნენ. თა­ნა­მებ­რძო­ლებს დის­ლო­კა­ცი­ის ად­გილ­ზე ეხ­მა­რე­ბო­და.

იქი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ყო­ველ­თვის ცუდ ხა­სი­ათ­ზე იყო… ხვდე­ბო­და, რომ აფხა­ზეთ­ში ვი­თა­რე­ბა დღი­თი­დღე იძა­ბე­ბო­და და უა­რეს­დე­ბო­და. აფხა­ზე­თის დაც­ვა­ში თა­ვი­სი წვლი­ლის შე­ტა­ნა სურ­და… სო­ხუ­მი­დან უკვე ცუდი ხმე­ბი ის­მო­და. გახ­სოვთ ალ­ბათ, 16 სექ­ტემ­ბერს “სო­ჭის სამ­შვი­დო­ბო შე­თან­ხმე­ბა” და­ირ­ღვა და ქა­ლა­ქის და­ბომბვა და­ი­წყეს. მან მა­შინ სამ­ხედ­რო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას რამ­დენ­ჯერ­მე სთხო­ვა სო­ხუმ­ში გაშ­ვე­ბა, მაგ­რამ უარი უთხრეს…” – ამ­ბობს გელა ათა­ქიშ­ვი­ლი.

1993 წლის 22 სექ­ტემ­ბერს თბი­ლი­სი­დან მისი თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბი სო­ხუმ­ში უნდა გაფ­რე­ნი­ლიყ­ვნენ. ლი­ლის უთ­ქვამს, გა­მო­გა­ცი­ლებ­თო. აფ­რე­ნამ­დე, ყვე­ლას­თვის შე­უმ­ჩნევ­ლად, თვითმფრი­ნა­ვის სა­პირ­ფა­რე­შო­ში და­მა­ლუ­ლა, რომ რო­გორ­მე სო­ხუ­მამ­დე ჩა­ეღ­წია…

“არა­და, ჩვენ წინა დღეს გავფრინ­დით და გვთხო­ვა, წა­მიყ­ვა­ნე­თო. უარი ვუ­თხა­რით. კარ­გად ის­რო­და, მაგ­რამ ომი მხო­ლოდ სრო­ლა არ არის… პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა სჭირ­დე­ბა. შეგ­ვე­ცო­და. ომის უბე­დუ­რე­ბისთვის ვერ გა­ვი­მე­ტეთ… ერთი სი­ტყვით, ეს გაფ­რე­ნა მის­თვის სა­ბედის­წე­რო აღ­მოჩ­ნდა – თვითმფრი­ნავს, ბა­ბუ­შე­რას აე­რო­პორ­ტში, მო­წი­ნა­აღ­მდე­გის კა­ტარ­ღი­დან ყუმ­ბა­რა ეს­რო­ლეს… 7 თუ 8 ადა­მი­ა­ნი გა­დარ­ჩა. ლი­ლის ცხე­და­რი ისე იყო და­ნახ­ში­რე­ბუ­ლი, ვერც მი­აგ­ნეს. შემ­დეგ, 1997 წელს, ტყვე­თა გაც­ვლის კო­მი­სი­ის დახ­მა­რე­ბით ჩა­მო­ას­ვე­ნეს თბი­ლის­ში…” – იხ­სე­ნებს აფხა­ზე­თის ომის ვე­ტე­რა­ნი.

კად­რე­ბი, რო­მე­ლიც 1993 წლის 22 სექ­ტემ­ბე­რის ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფის შემ­დეგ არის გა­და­ღე­ბუ­ლი

წყარო: ambebi.ge

კომენტარი