N4 და N55 ბაღების აღსაზრდრელები შემოდგომაზე განახლებულ შენობებში დაბრუნდებიან

N4 და N55 ბაღების აღსაზრდრელები შემოდგომაზე განახლებულ შენობებში დაბრუნდებიან

44
გაზიარება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, მათ შორის, ავარიული შენობების გამაგრება-რეკონსტრუქციას განაგრძობს.

სარეაბილიტაციო ბაღებს შორის მთაწმინდის რაიონში მდებარე N4 და N55 ბაგა-ბაღებია, რომელთა შენობები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს და მათი გამაგრება-რეკონსტრუქცია განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებს.

მიმდინარე სამუშაოებს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე გაეცნო. მისი განცხადებით, ბავშვები ბაღის კუთვნილ სივრცეს შემოდგომაზე დაუბრუნდებიან.

„აღნიშნული შენობების რეაბილიტაცია უმნიშვნელოვანესია, რადგან ორივე სააღმზრდელო დაწესებულების კონტინგენტი ამჟამად ალტერნატიულ ფართებსა და ახლომდებარე ბაღებშია გადანაწილებული და მათი დაბრუნება სტანდარტულ სამუშაო-სააღმზრდელო გარემოში აუცილებელია. პროექტის შედეგად, N4 და N55 ბაღების შენობებს ავთენტურობა შეუნარჩუნდებათ და ამასთანავე, ისინი თანამედროვე მოთხოვნებს და უსაფრთხოების სტანდარტებს დააკმაყოფილებს“, – განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

პროექტების მთავარი ეტაპი – კონსტრუქციის გამაგრება დასრულებულია. ასევე, დასრულდა სველი წერტილებისა და სამზარეულოების რემონტი და სამღებრო სამუშაოები. ამჟამად, ბაღების ეზოებისა და საევაკუაციო კიბეების კეთილმოწყობა მიმდინარეობს.

კომენტარი