სარკინიგზო მიმოსვლა განახლდა – რა წესები უნდა დავიცვათ მგზავრობისას?

სარკინიგზო მიმოსვლა განახლდა – რა წესები უნდა დავიცვათ მგზავრობისას?

119
გაზიარება

მთავრობის დადგენილების თანახმად, დღეიდან სარკინიგზო მიმოსვლა განახლდა.

საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ კომპანია მგზავრების უსაფრთხოდ გადაყვანისა და ჯანდაცვის სამინისტროს დაწესებული რეგულაციების შესრულებისთვის მზად არის.

მგზავრები გადიან თერმოსკრინინგს, მათ უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია. ვაგონში შესვლისთანავე უნდა გაიარონ დეზობარიერი, ხელები უნდა დაიმუშაონ დისპენსერებში არსებული სადეზინფექციო ხსნარებით. ამასთან, მატარებელში მოქალაქეები არ დაიშვებიან პირბადეების გარეშე, მგზავრობის პროცესში მათ პირბადის მოხსნის უფლება არ აქვთ.

“საქართველოს რკინიგზის” წარმომადგენელის, დაჩი ცაგურიას თქმით, მგზავრობა შესაძლებელი იქნება ხუთი მიმართულებით – თბილისი-ბათუმი, თბილისი-ზუგდიდი, თბილისი-ფოთი, თბილისი-ოზურგეთი, თბილისი-ქუთაისი.

მისივე განცხადებით, მხოლოდ დღის ჩქაროსნული მატარებელი აღდგა.

„საქართველოს რკინიგზა მგზავრებს მოუწოდებს, შეეცადონ მატარებლის ბილეთები ონლაინ შეისყიდონ, რათა მაქსიმალურად იყვნენ დაცულები, ასევე მაქსიმალურად დაიცვან წესები“, – აღნიშნა ცაგურიამ.

პირველი რეისი თბილისი-ბათუმის მიმართულებით 08:00 საათზე შესრულდა.

რეისზე 300-მდე მგზავრი გამოცხადდა.

კომენტარი