რას გულისხმობს პროექტი „სრული ქუჩები“ და როგორია მერიის პოლიტიკა ქუჩების დაგეგმარებაში

რას გულისხმობს პროექტი „სრული ქუჩები“ და როგორია მერიის პოლიტიკა ქუჩების დაგეგმარებაში

94
გაზიარება

პროექტი „სრული ქუჩები“ ემსახურება თბილისის ქუჩების მულტიმოდალური დაგეგმვის პრინციპების შესაბამისად საგზაო ნიშნების, ველობილიკების, ავტობუსის ზოლების, ფეხით მოსიარულე პირების უსაფრთხოებაზე ორიენტირებული ტროტუარების მოწყობას, გამწვანების ელემენტებით.

როგორც თბილისის ტრანსპორტის განვითარების სააგენტოს ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, პროექტი მოიცავს 2 მლნ. კვადრატულ მეტრს და მისი მიზანია თბილისის მდგრადი სატრანსპორტო პოლიტიკის ამოცანების შესაბამისად, სატრანსპორტო იერარქიისა და საგზაო მოძრაობის ყველა მონაწილის გათვალისწინებით, ქუჩების რესურსების ხელახალი გადანაწილება, მოცემული გეომეტრიული პარამეტრეტრების მეშვეობით.

პროექტის მნიშვნელოვანი კომპონენტებია:

  • საგზაო მონიშვნები;
  • ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელები;
  • ღერძულა, წყვეტილი, სარეზერვო, გვერდული, გამყოფი, სდექ-ხაზები;
  • ავტო სადგომები;
  • შუქნიშნის ობიექტები;
  • საგზაო ნიშნები.

სატრანსპორტო იერარქიიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება კერძო საავტომობილო სავალი ზოლების სიგანის შემცირებას საჭირო მინიმუმამდე, საგზაო უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით. გარდა ამისა, ინკლუზიური მობილობის უზრუნველყოფის მიზნით, პროექტის ფარგლებში, ყოველი ელემენტის პროექტირებისას, გათვალისწინებული იქნება შშმ. პირებისთვის ადაპტირებული სივრცის მოწყობა.

კომენტარი