როგორია გლდანის პატარა ტბის მიმდებარე ტერიტორიის განვითარების პროექტი (ვიდეო)

როგორია გლდანის პატარა ტბის მიმდებარე ტერიტორიის განვითარების პროექტი (ვიდეო)

422
გაზიარება

დედაქალაქში ახალი სარეკრეაციო სივრცეების განვითარებისა და პროცესში მოქალაქეთა აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, ევროპის საბჭოს დახმარებით, თბილისის მერიამ გლდანის პატარა ტბის მიმდებარე ტერიტორიის სარეკრეაციოდ განვითარების პროექტი დაიწყო.

პროექტის ფარგლებში, გაიმართა არაერთი შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და თბილისის მერიის თანამშრომლებს შორის.

გამოვლინდა მოსახლეობის ინტერესები, მომავალი პარკის განვითარების ხედვა, შეფასდა როგორც ბუნებრივ გარემოზე ზეგავლენის რისკები, ისე ის სარგებელი, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა მიიღებს პარკის განვითარების შედეგად.

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის განცხადებით, პროექტის პირველ ეტაპზე ტერიტორიის დეტალური ტოპოგრაფიული გეგმა, პარკის გენერალური გეგმა, პრობლემებისა და რისკების ანალიზი შემუშავდა.

„სამოქალაქო საზოგადოების კიდევ უფრო მეტი ჩართულობის მიზნით, გთავაზობთ პირველ ეტაპზე შემუშავებული გლდანის პატარა ტბის პარკის პროექტის ვიდეო რენდერს, რომელიც არაა საბოლოო ვერსია და რომელზეც მუშაობა გრძელდება.

გთხოვთ, 25 ივნისის ჩათვლით, თქვენი შეკითხვები, შენიშვნები და იდეები მოგვწეროთ გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ფეისბუქის პირად შეტყობინებაში.

მადლობას გიხდით სამოქალაქო ჩართულობისათვის!“ – აღნიშნულია გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის განცხადებაში.

 

კომენტარი