ტფილისის ბორნები – კომუნიკაციის სახიფათო და შემოსავლიანი საშუალება

ტფილისის ბორნები – კომუნიკაციის სახიფათო და შემოსავლიანი საშუალება

1150
გაზიარება

მე-19 საუკუნის 70-იან წლებში თბილისში, ფაქტობრივად, ერთი – მეტეხის – ახლანდელი ბარათაშვილის ხიდი ფუნქციონირებდა. მოგვიანებით, 1884 წელს თბილისში ვერის, ახლანდელი გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხიდიც აშენდა.

verisxidi2tz9მტკვრის მარცხენა და მარჯვენა სანაპიროები ერთმანეთს, ძირითადად, ბორნებით უკავშირდებოდა. ერთ-ერთი ბორანი, რომელსაც „მუხრანის ხიდის ბორანი“ ერქვა, სწორედ დღვანდელი ბარათაშვილის ხიდის ახლოს მოძრაობდა. იქვე ახლოს, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, დღევანდელი ბარათაშვილის ქუჩის მიდამოებში მუხრანბატონის სახლი იდგა. სახლის შორიახლოს, ავანანთ ხევზე,  გადებული იყო მცირე ხიდი, რომელსაც „მუხრანისას“ უწოდებდნენ.

268437881სწორედ აქედან მოდის ბორანის დასახელებაც. ძველი ცნობების თანახმად, „მუხრანის ხიდის ბორანს“ ერთ საათში უფრო მეტი მგზავრი გადაჰყავდა, ვიდრე დღე–ღამის განმავლობაში ვერის ხიდზე გადადიოდა. უფრო მეტიც, როგორც ირკვევა, „მუხრანის ხიდის ბორანი“ წელიწადში 6 ათას მანეთ შემოსავალს იძლეოდა. თუ ისტორიულ წყაროებს დავუჯერებთ, დღის განმავლობაში ბორნის მომსახურებით 2 ათასი ადამიანი სარგებლობდა. როგორც უკვე ავღნიშნეთ, თბილისში მეორე, ვერის ბორანიც ფუნქციონირება, თუმცა ფინანსური თვალსაზრისით, ის არც ისე წარმატებული იყო, როგორც მისი კონკურენტი.

17240635_1042004962571998_2494717540728952104_oძველი ცნობებით, ვერის ბორნის წლიური შემოსავალი 8 თუმანს არ აღემატებოდა. სხვათა შორის, ტფილისური ბორნები კომუნიკაციის არცთუ უსაფრთხო საშუალება ყოფილა.

17218602_1042028745902953_8122268737137833033_oროგორც ირკვევა, ძველად მტკვარი შედარებით წყალუხვი იყო და ხშირად წყალმოვარდნები ახასიათებდა. იყო შემთხვევები, როცა მტკვარმა ბორანი მოიტაცა. მაგალითად, 1902 წლის 18 მაისს წყალს ბორანზე მყოფი 13 კაცი მოუტაცია. სწორედ ამიტომ „მუხრანის ხიდის ბორანთან“ მაშველი პუნქტიც კი არსებულა. ტფილისური ბორნების ისტორია მე-20 საუკუნის 20-იან წლებში დასრულდა. ამ დროისათვის ქალაქში უკვე სამზე მეტი ხიდი ფუნქციონირებდა.

კომენტარი