პირველი ავტომობილი, ნათურა და ტელეფონი – ინდუსტრიალიზაციის ისტორია ტფილისში

პირველი ავტომობილი, ნათურა და ტელეფონი – ინდუსტრიალიზაციის ისტორია ტფილისში

801
გაზიარება

მე-19 საუკუნის და მე-20 საუკუნის დასაწყისში თბილისი ამიერკავკასიის ადმინისტრაციულ-პოლიტიკური და სამხედრო ცენტრი გახდა. რუსეთის სამრეწველო აღმავლობამ თავისი გამოხატულება ამიერკავკასიაშიც ჰპოვა. 1887 წელს თბილისში მწყობრში ჩადგა ავჭალის წყალსადენი.1893 წელს დაიწყო მუშაობა თბილისის საქალაქო სატელეფონო სადგურმა. 1897 წელს დაიწყო ქალაქის ელექტროფიკაცია. 1904 წელს დაიწყო „კონკისტრამვაითი ჩანაცვლება. 1908 წელს თბილისში გამოჩნდა პირველი კერძო მსუბუქი ავტომობილი. 1913 წელს აშენდა პირველი ელექტროსადგური.
1900 წლისათვის თბილისში, გარდა რკინიგზის სახელოსნოსა და დეპოსი, 55 ფაბრიკა-ქარხანა ფუნქციონირებდა. მათ შორის მიტკლის საქსოვი ფაბრიკა -1,ფეხსაცმლის ფაბრიკა – 2, თამბაქოს ფაბრიკა -5, კანფეტის ფაბრიკა – 2, „თბილისი კონკისდგამების სახელოსნო – 6, აგურის ქარხანა -5, ტყავის ქარხანა -2, საპნისა და ზეთსახდელი ქარხანა – 2, მინერალური წყლების ქარხანა -6, არყისა და სპირტის ქარხანა -4, ლუდის ქარხანა – 4, სტამბა და ლითოგრაფია -12. ამ დროისათვის თბილისში სულ იყო 1500 ფაბრიკა, ქარხანა და წვრილი სამრეწველო საწარმოები, სადაც 12500 მუშა იყო დასაქმებული.
1900 წლისათვის თბილისის სამრეწველო საწარმოთა ბრუნვამ 45,3 მილიონ მანეთს მიაღწია. 1914 წლისათვის თბილისის მოსახლეობის რაოდენობამ 307 ათასს გადააჭარბა. ამ დროისათვის რუსეთის იპერიის ქალაქებს შორის,თბილისი მოსახლეობის რაოდენობით მეექვსე იყო. 1825 წელთან შედარებით თბილისის მოსახლეობა 10-ჯერ გაიზარდა. გაიზარდა თბილისის, როგორც მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძის როლიც. აშენდა ახალი სარკინიგზო ხაზები ერევნისაკენ, აგრეთვე ჭიათურის,ტყიბულის ბორჯომის და ბაკურიანის მიმართულებით. 1915 წელს დამთავრდა რკინიგზის ხაზის მშენებლობა კახეთის მიმართულებით.

კომენტარი