როგორი უნდა გახდეს ვაკის პარკი – დეტალები ტენდერიდან

როგორი უნდა გახდეს ვაკის პარკი – დეტალები ტენდერიდან

84
გაზიარება

მერიამ ვაკის პარკის რეაბილიტაციისთვის 19.9-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა.

პარკის განახლების სტრატეგიის თანახმად, კონტრაქტორმა პარკის არსებული იერსახის გასაუმჯობესებლად რიგი ნაბიჯები უნდა გადადგას, მათ შორის, სრულად განაახლოს პარკის ინფრასტრუქტურა, მასში შეიტანოს ხე-მცენარეები, მოაწყოს სხვადასხვა სახის გასართობი სივრცეები.

პროექტის ბიუჯეტის თანახმად, პარკის რეაბილიტაციის თანხის უდიდესი ნაწილი – 90%-ზე მეტი 2021 წელს დაიხარჯება.

ფეისბუქგვერდზე – ჩემი ქალაქი მკლავს – გამოქვეყნდა პროექტის ნაწილი, რომელზე დაყრდნობითაც შეგვიძლია, ვთქვათ, რომ პარკი ბევრი სხვადასხვა ტიპის აქტივობის მოყვარულ ადამიანებს უმასპინძლებს და აქ საკუთარ სივრცეს, ბავშვებიდან დაწყებული უფროსებით დამთავრებული, ყველა იპოვის.

გაეცანით პროექტს ბმულზე: ვაკის პარკი

 

კომენტარი