სამგორის რაიონში დაავადებული და ხმობადი ხეების სანიტარიული ჭრა მიმდინარეობს

სამგორის რაიონში დაავადებული და ხმობადი ხეების სანიტარიული ჭრა მიმდინარეობს

36
გაზიარება

სამგორის რაიონის გამგეობა რაიონის ტერიტორიაზე დაავადებული და ხმობადი ხეების სანიტარიულ ჭრებს განაგრძობს.

მიმდინარე წელს 1700 ხის სხვლა-ფორმირება, გადაბელვა და ჭრა განხორციელდა; ასევე, ავარიული ხეების დამუშავება და გატანა.
სამგორის რაიონში აღნიშნული სამუშაოები წლის ბოლომდე გაგრძელდება.

დედაქალაქის მასშტაბით, სანიტარიული ჭრები ხე-მცენარეთა დაავადებების გავრცელებისა და ჯანსაღი ხეების დაზიანების საპრევენციოდ ხორციელდება.

ჭრების გადაწყვეტილება ექსპერტების დასკვნის საფუძველზე ხდება.

კომენტარი