იქნება თუ არა ზაფხულის არდადეგები უსაფრთხო?

იქნება თუ არა ზაფხულის არდადეგები უსაფრთხო?

92
გაზიარება

მსოფლიოში არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე, მოგზაურებისთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დგას უსაფრთხო საზაფხულო დასვენების საკითხი. კითხვაზე,  რეალურია თუ არა უსაფრთხო არდადეგები? პასუხი მოკლეა  – დიახ, თუმცა პოსტპანდემიურ მსოფლიოში დასვენების გზები განსხვავებული იქნება.

ექიმი ტომ ფრიდენი ამბობს, რომ მოგზაურობის დაგეგმვისას მრავალი ფაქტორია გასათვალისწინებელი.

„გარეთ ყოფნა დახურულ სივრცეზე უსაფრთხოა. ამ დროს ვირუსის გადაცემის რისკი ნაკლებია. გარდა ამისა, ღია სივრცეში ყოფნისთვის კარგი საშუალებაა კემპინგი, ფეხით და ველოსიპედით სიარული. ეს აქტივობები ჯანსაღი ცხოვრების წესის შემადგენელი ნაწილია და მათი განხორციელებისას Covid – 19 – ის საფრთხე მნიშვნელოვნად იკლებს.

მოგზაურობასთან დაკავშირებული ყველაზე რთული ასპექტები კი შემდეგში მდგომარეობს:

თუ ავტომობილით მგზავრობთ, მოგიწევთ დაფიქრდეთ, თუ სად შეჭამთ, სად მოისვენებთ, სად შეავსებთ საწვავით ტრანსპორტს. ამ პროცესში არსებობს საშუალებები, რომლებიც თქვენი უსაფრთხოების შანსს გაზრდის. გამოიყენეთ პირბადე; ნუ მიუახლოვდებით ადამიანებს; სპეციალური ხსნარით დაამუშავეთ სივრცეები, რომელთაც ეხებით; დაიბანეთ ხელები ყოველი შეხების შემდეგ.

რეკომენდაციები იდენტურია სხვა ტიპის მოგზაურობის დროსაც.

როდესაც ადამიანებთან ახლოს ყოფნა გიწევთ, თქვენ ბეწვის ხიდზე გადიხართ. შესაძლოა, მოგიწიოთ წაღებული დოკუმენტების დაბრუნება; შესაძლოა შეეხოთ ისეთ არეალებს, რომლებსაც უამრავი ადამიანი ეხება; ამიტომ, საჭიროა სიფრთხილე. თუ დახურულ სივრცეში იმყოფებით, გიკეთიათ პირბადე და გარშემომყოფებიც ნიღბით არიან, მნიშვნელოვნად იზრდება უსაფრთხოების დონე. აღნიშნული მოცემულობა კიდევ უფრო გაზრდილია, თუ სისტემურად იბანთ ხელებს და იყენებთ ხსნარს,” – აცხადებს ფრიდენი.

კომენტარი