10 ძალიან ძველი ქალაქი (ფოტოკოლაჟი)

10 ძალიან ძველი ქალაქი (ფოტოკოლაჟი)

140
გაზიარება

წარმოგიდგენთ მსოფლიოს 10 ძალიან ძველ ქალაქს:

სუზა (ირანი)

ანტიკური ქალაქი ირანში, რომელიც მდებარეობს ზაგროსის მთიანეთის ძირში, მდინარე ტიგროსიდან აღმოსავლეთით, 250 კილომეტრში, მდინარე კერხესა და დეზს შორის. ამ უძველესი ქალაქის ადგილას დღეს მდებარეობს ქალაქი შუშა, რომელიც არის შუშის ოლქის დედაქალაქი

არგოსი (საბერძნეთი)

ქალაქი საბერძნეთში, პელოპონესის ნახევარკუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. დაარსდა დაახლოებით ძვ. წ. 5000 წელს; სხვადასხვა დროს ეკუთვნოდათ ბერძნებს, რომაელებს, ბიზანტიელებს, ფრანკებს, ვენეციელებსა და თურქებს. დღეისათვის ქალაქის მოსახლეობა 29.228 ადამიანს ითვლის

ელ – ფაიუმი (ეგვიპტე)

ელ-ფაიუმის მუჰაფაზის ადმინისტრაციული ცენტრი. მის სიახლოვეს მდებარეობს ფაიუმის ოაზისი. ქალაქი 130 კილომეტრითაა დაცილებული ქვეყნის დედაქალაქ კაიროს. მოსახლეობის რაოდენობა 2006 წლის მიხედვით 315 940 ადამიანს შეადგენდა.

სიდონი (ლიბანი)

მესამე უდიდესი ქალაქი ლიბანში, რომელიც მდებარეობს სამხრთ პროვინციაში, ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ზოლში. სიდონიდან 40 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს ქალაქი ტირი, ხოლო ასევ 40 კილომეტრში მდებარეობს ქვეყნის დედაქალაქი ბეირუთი. სიდონი დაარსებული იყო ჩვენს ერამდე 4000 წლის წინ, ჯერ კიდევ ნეოლითის პერიოდში (ძვ.წ 6000 – 4000). ეს ქალაქი იყო ფინიკიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება. ქალაქს ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი ადგილი ეკავა, რაც მის განვითარებას უწყობდა ხელს.

პლოვდივი (ბულგარეთი)

ბულგარეთის სიდიდით მეორე ქალაქი დედაქალაქ სოფიას შემდეგ… 2012 წლის დეკემბრის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 339 077 ადამიანს შეადგენდა. ქალაქს 6000 წლიანი ისტორია აქვს, რომელიც ნეოლითური ხანის ძეგლებითაც ვლინდება (დათარიღებული ძვ.წ 4000 წელი).

ათენი (საბერძნეთი)

საბერძნეთის დედაქალაქი და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე განთქმული ქალაქი. თანამედროვე ათენი დიდი და კოსმოპოლიტი ქალაქია; ძველი ათენი ძლიერი დამოუკიდებელი ქალაქი და განათლების ცენტრი იყო. ქალაქს სახელი ძველი ბერძნული მითოლოგიის ქალღმერთი ათენას პატივსაცემად დაერქვა. ძველ ათენს ხშირად დასავლეთის ცივილიზაციის აკვნად მოიხსენიებენ მისი კულტურული და პოლიტიკური მიღწევების გამო ძვ.წ. მე-4 და მე-5 საუკუნეებში. ამ მემკვიდრეობის წყალობით, მას უამრავი უძველესი ნაგებობა, მონუმენტი და ხელოვნების ნიმუში შემორჩა, რომელთა შორის ყველაზე განთქმულია აკროპოლისის პართენონი — დღემდე მოღწეული კლასიკური ბერძნული ხელოვნებისა და არქიტექტურის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი ნიმუშთაგანი.

ბიბლოსი (ლიბანი)

ბიბლიური გებალი, ერთ-ერთი უძველესი ფინიკიური ქალაქი. იგი წარმოადგენდა საზღვაო პორტს ქალაქებს: სიდონსა და ტრიპოლის შორის. სწორედ ამ ქალაქის ნანგრევებზეა აშენებული თანამედროვე ჯებეილი, რომელიც ბეირუთიდან დაშორებულია 42 კმ.-ით. ბერძნულ-რომაული ხანიდან გებალს უკვე ბიბლოსი ეწოდა, რადგანაც აქ მზადდებოდა მაღალი ხარისხის პაპირუსის ქაღალდი. არქეოლოგიურ მასალებსა და ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ გებალი ადრეულ ბრინჯაოს ხანაში დაარსებულა. მისი ეკონომიკური აღმასვლა თარიღდება ძვ.წ. XIX-XVIII საუკუნეებით.

იერიქონი (მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირი)

ქალაქი პალესტინაში, იერიქონის მუჰაფაზას ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე. მოსახლეობა 20 000 ადამიანს შეადგენს. ეს ქალაქი ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ დასახლებულ ადგილად, რომელმაც დღემდე მოაღწია. ქალაქში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად დადგინდა, რომ აქ მოსახლეობა ჯერ კიდევ ჩვენს ერამდე 9000 წლის წინ ცხოვრობდა. ამ ტერიტორიაზე მუდმივი დასახლება უკვე 8000 – 7000 წლის წინ ჩნდება. არქეოლოგიური მტკიცებულებები მიუთითებს, რომ შუა ბრინჯაოს ხანაში ქალაქის გალავანი მკვეთრად გაფართოებული და გაძლიერებული იყო.

ბეირუთი (ლიბანი)

ლიბანის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. მასში ცხოვრობს მთელი ლიბანის მოსახლეობის ნახევარი. გაშენებულია ნახევარკუნძულ რასზე და მიმდებარე ტერიტორიაზე. პირველი დასახლება ჩნდება, სავარაუდოდ, ძვ. წ. 1700 წელს, ხოლო უკვე ძვ. წ. 1500–დან იგი მოიხსენიება როგორც ფინიკიელთა ერთ–ერთი მეტროპოლია.

ალეპო (სირია)

ქალაქი ჩრდილოეთ სირიაში. იგი ქვეყნის ყველაზე დიდი ქალაქია როგორც მოსახლეობით, ისე ფართობით. ალეპო მსოფლის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია; პირველი დასახლება აქ ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 4 000 წელს გაჩნდა. ქალაქში აღმოჩენილია უძველესი დასახლებები და საცხოვრებლები. ალეპოს უძველესი დროიდან სტრატეგიულად ხელსაყრელი ადგილი ეკავა, აქ გადიოდა სავაჭრო გზები. ამ სავაჭრო გზებით ხდებოდა დაკავშირება ხმელთაშუა ზღვასთან, ეგვიპტესთან და შუამდინარეთთან.

კომენტარი