რესტორანი „სიმპატია“ ძველი თბილისის სარდაფებიდან

რესტორანი „სიმპატია“ ძველი თბილისის სარდაფებიდან

160
გაზიარება

ძველი თბილისის სარდაფში განლაგებულ რესტორნებს შორის, რომელთაც ეგზოტიკური დასახელება ჰქონდათ („გემო“, „ტოლსტი ი ტონკი“, „ბედნი ვასო“ და ბევრი სხვა) „სიმპატია“ იმით გამოირჩეოდა, რომ იგი ძველი თბილისის ერთ–ერთი ადგილი იყო, სადაც დროდადრო იკრიბებოდნენ გამოჩენილი პიროვნებები. აქ შემოსვლა უყვარდათ იოსებ გრიშაშვილს, შალვა დადიანს, ლადო გუდიაშვილს, გოგლა ლეონიძეს, გალაკტიონს… მაიაკოვსკი და ესენინი სულ რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს და ერთი ასეთი შეხვედრა 1924 წელს „სიმპატიაში“ მოეწყო.

თაღებითა და კამარებით გადახურული ეს მოკრძალებული სარდაფი პუშკინის ქუჩაზე მდებარეობს. სარდაფის კედლებზე მუქ ფონზე გამოსახულნი იყვნენ შოთა რუსთაველი, ალექსანდრე პუშკინი, უილიამ შექსპირი, ქრისტეფორე კოლუმბი… გულუბრყვილოდ შესრულებულ პორტრეტებს აღმოსავლური იერი გადაჰკრავდა. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, ახლა სარდაფის კედლები ზეთის საღებავითაა დაფარული. ვინ იცის, იქნებ მისი ფენის ქვეშ ჯერ კიდევ არის შემორჩენილი ძველი ნახატების ფრაგმენტები…

კომენტარი