როგორ შეუძლია ლამას დაგვეხმაროს Covid – 19 – თან ბრძოლაში?

როგორ შეუძლია ლამას დაგვეხმაროს Covid – 19 – თან ბრძოლაში?

187
გაზიარება

მოლეკულურ ბიომეცნიერებებში ტეხასის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ჯეისონ მაკლეინი, აცხადებს, რომ ლამა და აქლემისებრთა ოჯახის სხვა წარმომადგენლები, მაგალითად, ალპაკა და აქლემი ქმნიან ძალიან საინტერესო ტიპის ანტისხეულებს.

იგი ბელგიის ლაბორატორიულ ჯგუფეთან ერთად მუშაობს, რომელიც კვლევებისთვის ლამას იყენებს და ანტისხეულებს იკვლევს.

„ისინი ისეთივე ანტისხეულებს გამოყოფენ, როგორსაც ადამიანი, თუმცა ლამები ქმნიან ანტისხეულის ალტერნატიულ ვარიანტსაც. მათ საინტერესო მახასიათებლები აქვთ და ძირითადად ადამიანის ანტისხეუელებზე მცირე ზომისაა. ეს მათ საშუალებას აძლევს, მიზანში ამოიღონ ვირუსის ის ტიპები, რომელთაც სტანდარტული ანტისხეული ვერ უმკლავდება. საუბარია ისეთ გადამდები დაავადებებზე,  როგორიც არის მწვავე რესპირატორული სინდრომი (SARS-CoV-2).“ – აცხადებს მაკლეინი.

მეცნიერები ლამას წარმატებით იყენებენ ისეთი დაავადებების გამოსაკვლევად, როგორიც არის ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი და გრიპი. ჯეისონის გუნდმა კი მწვავე რესპირატორულ სინდრომთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევის ადრეულ სტადიაზე იმედისმომცემი შედეგები მიიღეს მას შემდეგ, რაც ლამას, სახელად ზამთარი, ანტისხეულები გამოიყენეს.

ანტისხეულის ერთ-ერთ სახეობას, რომელიც ჩვენ გამოვყავით, მწვავე რესპირატორულ სინდრომთან დაკავშირება და მისი გაუვნებელყოფა შეუძლია,” – ამბობს ჯეისონი.

ამ აღმოჩენამ შესაძლოა, დიდი როლი ითამაშოს იმ ადამიანების იმუნიტეტის დასუსტების პრევენციის საკითხში, რომლებიც ინფიცირების მაღალი რისკის კატეგორიას განეკუთვნებიან.

„ეს აღმოჩენა შეიძლება ძალიან ეფექტური გამოდგეს, რადგან, როგორც კი ანტისხეულების ინექცია მოხდება, ადამიანის იმუნური სისტემა მთლიანად იქნება დაცული,“ – განაცხადა ჯეისონ მაკლეინმა.

გამოკვლევა ლამას სისხლს საჭიროებს, თუმცა მისი მიღება მათ სხეულზე აგრესიული ზემოქმედების გარეშე ხდება. არსებობს იმედი, რომ ლამები Covid – 19 -ის პანდემიასთან ბრძოლაში თავიანთ გმირულ როლს შეასრულებენ.

კომენტარი