მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური ზოოპარკების ხუთეული

მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური ზოოპარკების ხუთეული

114
გაზიარება

წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური ზოოპარკების ხუთეულს :

5. ტორონტოს ზოოპარკი
ტორონტოში მდებარე ზოოპარკი, რომელიც 287 ჰექტარზეა გადაჭიმული, მთელს კანადაში უდიდესია. იგი ამჟამად 491 სახეობის 16 000 ცხოველს მფარველობს. ცხოველები 7 გეოგრაფიული რეგიონის მიხედვით არიან დაყოფილი. ესენია : ინდო-მალაიზია, აფრიკა, ტუნდრა, ავსტრალია-აზია, ევრაზია და კანადის ტერიტორია.

4. ბრონქსის ზოოპარკი
მთელს აშშ-ში, ქალაქში გახსნილ ზოოპარკებს შორის ყველაზე დიდია 1899 წელს ნიუ-იორკში დაფუძნებული ბრონქსის ზოოპარკი, რომელიც 107 ჰექტარს მოიცავს. აქ მოთავსებულია 650 სახეობის 4000 ცხოველი,
რომელთა დიდი ნაწილიც გადაშენების პირას იმყოფება. აქ იმართება მსოფლიოში არსებული ფრინველების, რეპტილიების, აფრიკული მცენარეებისა თუ აზიური ველური ბუნების წარმომადგენელთა გამოფენები.

3. პეკინის ზოოპარკი
1906 წელს იმპერატორის დროს დაარსებული ზოოპარკი, რომელსაც 89 ჰექტარის ტერიტორია უკავია, ჩინეთში არსებულ ცხოველთა ყველაზე დიდ ოდენობას მოიცავს. აქ წარმოდგენილია 450 სახეობის 14 500 ცხოველი,საიდანაც 450 მიწაზე, ხოლო 500 წყალში ბინადრობს.
პეკინის ზოოპარკი ყველაზე მეტად არის ცნობილი ჩინეთის ისეთი იშვიათი ენდემური ცხოველებით, როგორიც არის გიგანტური პანდა, რომელიც ყველაზე მეტ სტუმარს იზიდავს.

2. ბერლინის ზოოლოგიური ბაღი
ბერლინის ზოოლოგიური ბაღი, რომელიც 1844 წელს გაიხსნა, გერმანიის უძველეს და ყველაზე ნახვად ადგილს წარმოადგენს. ის ბერლინის პარკში მდებარეობს და 34 ჰექტარზეა გადაჭიმული.
1500 ზე მეტი სახეობის 17 000 ცხოველით აღნიშნული სივრცე მსოფლიოს ყველაზე მრავალფეროვანი ზოოპარკია. მათ შორის მოიაზრება ბაო ბაოს გიგანტური პანდა.

1. ჰენრი დურლის ზოოპაკი
ჰენრი დურლის ზოოპარკი, რომელიც ნებრასკას ყველაზე სტუმრიანი სივრცეა 962 სახეობის 17 000 ცხოველის სახლს წარმოადგენს. ის 53 ჰექტარზეა გადაჭიმული. თუ ტერიტორიასა და ცხოველთა სახეობებს რაოდენობას ცალკე შევადარებთ სხვა ზოოპარკებს, უფრო მასშტაბურ ციფრებთანაც გვექნება შეხება, თუმცა ზემოხსენებული ორი კომპონენტის ერთბაშად შედარების შემთხვევაში, ჰენრი დურლის ზოოპარკი ყველაზე დიდია მსოფლიოში. სწორედ ამ მიზეზით, ის ჩვენი სიის პირველ ნომრად არის დასახელებული.
აქვეა წარმოდგენილი კატისებრთა ოჯახის ყველაზე ფართო კონტიგენტი მთელს ჩრდილოეთ ამერიკაში; დახურული სივრცეში არსებული მსოფლიოს ყველაზე დიდი ჭაობი;
დახურულ სივრცეში არსებული მსოფლიოს ყველაზე დიდი უდაბნო და ყველაზე მასშტაბური გეოდეზიური გუმბათი.

კომენტარი