ოქროყანაში ახალი სკვერი მოეწყო

ოქროყანაში ახალი სკვერი მოეწყო

49
გაზიარება

ოქროყანაში, გ ზონაში, გელოვანის ქუჩაზე, ახალი სკვერი მოეწყო.

რეკრეაციული სივრცისთვის კეთილმოწყობის სამუშაოები მთაწმინდის რაიონის გამგეობამ განახორციელა, რისთვისაც, ბიუჯეტიდან დაახლოებით, 40 605 ლარი დაიხარჯა.

ტერიტორიის დიდი ნაწილი საბავშვო ზონას დაეთმო – რეზინის ფილებიან მოედანზე სათამაშო ინვენტარი, მათ შორის, ორდონიანი ატრაქციონი და საქანელა განთავსდა. სკვერში მოეწყო ბილიკები, განათების ქსელი და გამწვანების თარგები, სადაც მარადმწვანე ბუჩქოვანი მცენარეები დაირგო.

კომენტარი