ცოლმა ქმარს პასუხისმგებლობების „Covid კონტრაქტი“ გაუფორმა

ცოლმა ქმარს პასუხისმგებლობების „Covid კონტრაქტი“ გაუფორმა

130
გაზიარება

ჰანა სელინჯერისთვის, რომელიც ორი შვილის დედა და დაკავებული ფრილანსერია, მეუღელსთან Covid – 19 – ის დროს შვილებზე მზრუნველობის შესახებ კონტრაქტის გაფორმება ერთადერთი გზა აღმოჩნდა, რათა მშობლებს პასუხისმგებლობები სამართლიანად გადაენაწილებინათ.

სამუშაო პრინციპის ახალი განაწილება იმან გამოიწვია, რომ სამართლიანობასთან დაკავშირებით კითხვები გაჩნდა.

„მე წაგებულ მხარეს აღმოვჩნდი. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ოჯახში ერთადერთი მეურვე ვარ, ძალიან ცდება“, – ამბობს ჰანა.

მისი აზრით, როდესაც ორივე მშობელი სახლიდან მუშაობს, მათ ბავშვებზე ზრუნვის ვალდებულებაც თანაბრად აქვთ.

სელინჯერმა თავდაპირველად სახლის მოვლის გამოცდილების შესახებ დაწერა. ამ ნაწილში მას შემდეგი ტექსტი ქონდა – „თავს ისე ვგრძნობ, თითქოს ვიხრჩობი. ჩვენი კომუნიკაცია იმის შესახებ თუ ვინ რას იმსახურებდა, კამათში გადაიზარდა. ის თავის პოზიციას არ თმობდა. ჩემი მენტალური მდგომარეობა უარესდებოდა. კომუნიკაციამ შედეგი ვერ გამოიღო“.

უახლესი კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ კარანტინის პერიოდში ქალების სამუშაო ტვირთი გაცილებით მძიმეა, რაც მათ სტრესსა და გადაწვას იწვევს.

ამიტომ, ჰანამ მეუღლეს ელ. ფოსტით კონტრაქტი გაუგზავნა.

მისი თქმით, ქმარმა იკითხა, თუ რამდენად ქონდა არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, რაზეც მან უპასუხა, რომ არ ქონდა.

საკითხი იყო ძალიან მკაფიო. ბავშვებთან და მათ გარეშე გასატარებელი დრო ზუსტად შუაზე გაიყო. მის მეუღლეს სამზე მეტი დასვენების დღე აქვს, მას კი – ორი. ახალი მიდგომის მოქნილობა იმაშია, რომ ერთ დღეს გატარებული ზედმეტი საათებით, მერე დღეს იმდენივე საათით დასვენების შესაძლებლობა ჩნდება.

„ეშმაკობების სივრცე მაინც არსებობს. ეს ამბავი ჩემი სამსახურისთვის უკეთესი გამოდგა, ვიდრე ჩემი ურთიერთობისთვის“, – აცხადებს ჰანა იმ კონტრაქტთან დაკავშირებით, რომელიც უკვე თვეების განმავლობაში მოქმედებს.

მისი სამუშაო დამოკიდებულია მის სამწერლო ოსტატობასა და ბრენდის მდგომარეობაზე.

კონტრაქტის გაფორმების მიუხედავად, სელინჯერი მიიჩნევს, რომ მას მეუღლეზე მეტი პასუხისმგებლობა აქვს აღებული, რომ არაფერი ვთქვათ ყოველდღიურად სადილის მომზადებასა და სარეცხზე.

მიუხედავად ამისა, კონტრაქტმა სათამაშო ზონა უფრო სამართლიანი გახადა.

„უთანასწორო მდგომარეობა კვლავ შენარჩუნებულია, მაგრამ იმას ავიღებ, რაც მერგო“. – აცხადებს ჰანა სელინჯერი.

კომენტარი