ალექსიძის ქუჩაზე სკვერი სრულად განახლდება

ალექსიძის ქუჩაზე სკვერი სრულად განახლდება

45
გაზიარება

საბურთალოს რაიონში, ალექსიძის ქუჩაN1-ის მიმდიბარე ტერიტორიაზე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი, გაიოზ ვასაძე, გაეცნო. ინფრასტრუქტურული პროექტი 3900 კვადრატულ მეტრ ფართობზე განხორციელდება. სამუშაოების შედეგად, ტერიტორიაზე უკვე მოეწყო სარწყავი და ლედ განათების სისტემა. ამ დროისთვის, მიმდინარეობს საფეხმავლო ბილიკის, საბავშვო ატრაქციონებისა და ტრენაჟორების მონტაჟი. ასევე, გამწვანების სამუშაოები განხორციელდება და სკვერისთვის ყველა საჭირო ინვენტარი განთავსდება. აღნიშნული პროექტი ბიუჯეტიდან დაფინანსებულია 306 793 ლარით.

კომენტარი