გზისკარის ქუჩაზე ასფალტის საფარი დაიგო

გზისკარის ქუჩაზე ასფალტის საფარი დაიგო

30
გაზიარება

კრწანისში ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, საგზაო სამუშაოები ხორციელდება.
სოფელ ფონიჭალში, გზისკარის ქუჩაზე ასფალტის დასხმის სამუშაოები დასრულდა.
გზის საფარი 5 875 კვ.მ-ზე გამოიცვალა.
სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 255 000 ლარი გამოიყო.
კრწანისის რაიონის გამგებელი ლევან ჯაფარიძე სამუშაოებს ადგილზე ეცნობა.
2020 წლის დასაწყისიდან დღემდე, კრწანისში საგზაო ინფრასტრუქტურა 22 მისამართზე მოწესრიგდა, ხუთზე – მიმდინარეობს.

კომენტარი