ისანში ოთხ ავარიულ სახლს გამაგრების სამუშაოები ჩაუტარდა

ისანში ოთხ ავარიულ სახლს გამაგრების სამუშაოები ჩაუტარდა

18
გაზიარება

ისანში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანადაფინანსების პროექტით ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი N167-ში, გუთნის ქუჩა N44-ში, კ.ერისთავის ქ. N15-სა და კოშკოვანის ქ. N25-ში მდებარე ავარიულ სახლების გამაგრების სამუშაოები ჩაუტარდა.
სამუშაოების ფარგლებში, გამაგრდა საძირკველი, მოეწყო რკინაბეტონის კედლები, კოლონები და კედლები გაილესა. ასევე, იატაკი და სახურავი მოეწყო.
სამუშაოები ისნის გამგეობის ბიუჯეტიდან 209 145 ლარით დაფინანსდა.
სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ ისნის რაიონის გამგებელი, კახა ლაბუჩიძე და გამგეობის წარმომადგენლები.

კომენტარი