ვუკოილ ბერიძის ქუჩაზე სახლის გამაგრება მიმდინარეობს

ვუკოილ ბერიძის ქუჩაზე სახლის გამაგრება მიმდინარეობს

32
გაზიარება

მთაწმინდაზე, ვ. ბერიძის ქ. N4-ში საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს.

საცხოვრებელი სახლი, რომელშიც 13 ოჯახი ცხოვრობს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამაგრდება.

პროექტით გათვალისწინებულია შენობის კონსტრუქციული ელემენტების – საძირკვლისა და მზიდი კედლების არმირება და ბეტონირება.

სამუშაოების განხორციელებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 105 785 ლარი დაიხარჯება.

კომენტარი