ადგილი, სადაც ლურჯი ზღვა, შავი სანაპირო, ყვითელი მდინარე და მწვანე მდელო ერთმანეთს...

ადგილი, სადაც ლურჯი ზღვა, შავი სანაპირო, ყვითელი მდინარე და მწვანე მდელო ერთმანეთს ერწყმის

275
გაზიარება

რეინისფიარას სანაპირო გასაოცარი სილამაზისაა. მსოფლიოში არც ისე ბევრი ადგილია, სადაც შავი სანაპიროს ნახვაა შესაძლებელი და ისლანდია ერთ-ერთი მათგანია. ლეგენდის თანახმად, სანაპიროზე მდებარე კლდეები ადრე ტროლები იყვნენ, რომლებმაც მზის სხივებისგან დამალვა ვერ მოასწრეს და გაქვავდნენ. ზუსტად ასეთი ლეგენდა არსებობს ზღვაში განლაგებული ქვების შესახებაც, მათ „ტროლების თითებს“ უწოდებენ. შავი სანაპირო რეიკიავიკიდან 180 კილომეტრში მდებარეობს.

ეს უნიკალური ადგილია, სადაც ლურჯი ზღვა, შავი სანაპირო, ყვითელი მდინარე და მწვანე მდელო ერთმანეთს ერწყმის.

შავი სანაპიროს ქვიშა ვულკანური წარმონაქმნია. ისლანდიისთვის ვულკანები ხომ ჩვეულებრივი მოვლენაა… ამოფრქვევების შედეგად ლავა სანაპიროზე იღვრებოდა, ზღვამ ის გააცივა და შემდეგ, მრავალი წლის განმავლობაში, წვრილ ნაწილებად ფშვნიდა, შედეგად კი, შავი ქვიშა წარმოიქმნა.

ჩვენი ბუნება განუმეორებელია და მხოლოდ საკუთარი კანონებით ცხოვრობს. მან უკვე უამრავი გასაოცარი, ლამაზი და უნიკალური ადგილი შექმნა.

კომენტარი